თავში

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის მოსათოკად გაზარდეს

რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის მოსათოკად გაზარდეს
რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციის მოსათოკად გაზარდეს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა არ გაჰკვირვებია. მისი განმარტებით, ჯერ კიდევ დეკემბერში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარლამენტში დამტკიცების დროს ითქვა, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კოვზანაძის შეფასებით, არსებულ ვითარებაში ინფლაციაზე მზარდი დაწოლის შესამცირებლად რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ლოგიკური იყო.  როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობაა მნიშვნელოვანი.

"ჩვენი ეკონომიკის მთავარ ენდოგენურ გამოწვევებად რჩება ბიუჯეტის მაღალი დეფიციტი, მაღალი სამთავრობო ვალი, მაღალი ინფლაცია და ლარის კურსი, ხოლო მთავარი ეგზოგენური გამოწვევა პანდემია და ნედლეულის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და დროული გადაწყვეტილებები," - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

ცნობისთვის, დღეს რეფინანსირების განაკვეთი 50 პუნქტით 8.5%-მდე გაიზარდა. საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტზე 2020 წლის 5 აგვისტოს შემდეგაა. რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით მიმდინარე წლის აგვისტოში შემცირდა და ის 8%-ზე დაფიქსირდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე უცვლელად მესამედ სექტემბერში, დღეს კი მეოთხედ დარჩა.(ნოემბერში, ოქტომბერსა და სექტემბერში).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system