თავში

რეგიონებში დაზოგილი თანხა წალენჯიხის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება

რეგიონებში დაზოგილი თანხა წალენჯიხის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება
რეგიონებში დაზოგილი თანხა წალენჯიხის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხა (წარმოქმნილი ეკონომია) წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის გამართვის მიზნით, საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით,  დაგეგმილია მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციის, კურორტ სქურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის, ქალაქ წალენჯიხის გარე განათების მოწყობის და საგზაო ნიშნების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვა.

უწყების ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები 2021 წელს განხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისთვის არსებული პირობების გაუმჯობესებას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system