თავში

რეგიონებში პროდუქტების რეალიზაციის პრობლემაა

რეგიონებში პროდუქტების რეალიზაციის პრობლემაა
რეგიონებში პროდუქტების რეალიზაციის პრობლემაა

რეგიონებში სასურსათო პროდუქტების რეალიზაცია უჭირთ. ფერმერების ინფორმაციით, დისტრიბუციაც კი შეზღუდულად მუშაობს, ხოლო გლეხებს საოჯახო პროდუქტების გაყიდვის მცირე შესაძლებლობაც არ აქვთ. 

როგორც report.ge-მ გაარკვია, განსაკუთრებით პატარა მაღაზიებში უჭირთ, რადგან ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო სურსათი ვერ შეაქვთ. 

სიღნაღელი ინდმეწარმე მიხეილ ყანდაშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის გადაადგილებისთვის ნებართვას ელოდება, რომ მაღაზია პრდუქტით მოამარაგოს.

,,არც ერთი სფერო არ მეგულება, სადაც მუშაობა უპრებლემოდ იყოს შესაძლებელი, ყველგან დაბრკოლება გვხვდება. მაღაზიაში დახლების ნახევარზე მეტი დაგვიცარიელდა. საქმიანობა ნებადართული გვაქვს, მაგრამ რეალურად ვერაფერს ვახერხებთ. ნორმალურად ვერც დისტრიბუცია დადის . მაღაზიაში ჩვენვე შეგვქონდა აგრარული პროდუიქტები, ახლა ამასაც ვერ ვახერხებთ. ოჯახიდან, თუკი რაიმე ჭირნახული შემორჩათ გასაყიდი, რეალიზაციას ვერ ახდენენ. ყველიც კი, რომელიც შენახვის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებს, ხალხს გაუყიდავი რჩება. ვერავინ ვერაფერს მოიტანს მაღაზიამდე, მე თუ არ მივედი ადგილზე, ხალხი ისედაც ვერ მოძრაობს. ორი მაღაზია გვაქვს და ერთს მაინც უნდა მივხედო, რომ ოჯახს მცირე შემსოავალი მაინც შევუნარჩუნო", - ამბობს ინდმეწარმე.

ანალოგიური მდგომარეობაა ვანშის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ მთისძირში მცხოვრები ფერმერი ჯემალ რამიშვილი ამბობს, რომ კარანტინის გამო სახლში ჩაიკეტა და გარესამყაროს საკუთარი სახლის სარკმლიდან უყურებს.

,,კვირაზე მეტია, სახლში ვარ და აქედან ვაკვირდები სიტუაციას. ბაზარი არ მუშაობს, რძის პროდუქტები თუ აქვთ გასაყიდი, სხვა არაფერი შემორჩა ხალხს საოჯახო მარაგებიდან და იმასაც ვერ ყიდიან. გადაადგილების შესაძლებლობა არ არის, გრაფიკით დაწესებულ ნებართვას როგორ მოერგებიან ადამიანები, ესეც საკითხავია. დისტრიბუცია მეტ-ნაკლებად მუშაობს, მაგრამ მაღაზიამდე ხალხს მისვლის შესაძლებლობა არ აქვს", - ამბობს ჯემალ რამიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system