თავში

რეგიონებში პროფესიული განათლების ახალი პროექტები ინერგება

რეგიონებში პროფესიული განათლების ახალი პროექტები ინერგება
რეგიონებში პროფესიული განათლების ახალი პროექტები ინერგება

პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საქართველოს რეგიონებში პროფესიული კოლეჯების საჭიროებების შესწავლა გრძელდება.პროცესში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე აფასებენ იმ პროფესიების საჭიროებებს, რომლებიც რეგიონში ყველაზე მოთხოვნადია.

"ამ მიზნით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა იმერეთის გუბერნატორთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათში კოლეჯ „იბერიას“ სასწავლო ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობისა და მათ საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, თავად სტუდენტებისა და პედაგოგებისგან მოისმინა. სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალში კოლეჯს კიდევ უფო მეტად მისცემს განვითარების შესაძლებლობას, სამინისტროსთან ერთად, ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება. ეს ხელს შეუწყობს, როგორც კოლეჯის პროგრამულ განვითარებას, ასევე ბიზნესის ხელშეწყობასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას, რაც საბოლოდ, რეგიონის ეკონომიკაზე დადებითად აისახება," - აცხადებენ განათლების სამინისტროში. 

უწტებუს ცნობით, ეკონომიკური განვითარებისთვის იმერეთის რეგიონში ბაღდათის სასწავლო ბაზის მოკლე და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება. ინერგება პროგრამები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ავტომობილის მომსახურება, ინჟინერია და სხვ. ასევე, იგეგმება ამ მიმართულებებით მოკლევადიანი პროგრამების დანერგვა.

პროფესიული განათლება სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება პროფესიული კოლეჯების რეგიონული სასწავლო ბაზების განვითარებას კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, რათა, ერთი მხრივ, პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ყველა რეგიონსა თუ მუნიციპალიტეტში, ხოლო მეორე მხრივ, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით რაც შეიძლება მეტი კურსდამთავრებული დასაქმდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system