თავში

რეგიონის ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა

რეგიონის ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა
რეგიონის ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა

თებერვალში რეგიონის თითქმის ყველა სუვერენული ობლიგაციის შემოსავლიანობა გაიზარდა, - ამის შესახებ აღნიშნულია galt&taggart-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ  რეგიონის ობლიგაციებზე დადებითი გავლენა მოახდინა აშშ–ის სახაზინო ობლიგაციებზე შემოსავლიანობის ზრდამ. 

galt&taggart-ის მონაცემებით, თებერვალში ყველაზე ცუდი შედეგი თურქეთისა და უკრაინის სუვერენულმა ობლიგაციებმა აჩვენა და შემოსავლიანობა შესაბამისად 135სპ და 123სპ-ით გაიზარდა.  შემოსავლიანობა ასევე გაიზარდა სომხეთის, საქართველოსა და უზბეკეთის ობლიგაციებზე, შესაბამისად, 76სპ, 54სპ და 30სპ-ით. სხვა სუვერენულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა თებერვალში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

"სპრედი (სხვაობა) ამერიკის სახაზინო ობლიგაციებთან ყველაზე მეტად უკრაინის (თებერვალში 280სპ/იანვარში 186სპ), საქართველოსა (+42სპ) და უზბეკეთის (+28სპ) ობლიგაციებისთვის გაიზარდა. ქართულმა კორპორატიულმა ევროობლიგაციებმა 2021 წლის თებერვალში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. სილქნეტისა და GGU-ს ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა შესაბამისად 12.5სპ-ით და 19.6სპით შემცირდა. სხვა ქართულ ევროობლიგაციებზე შემოსავლიანობა 34- 40სპ-ით შემცირდა. ამასთან, შემცირებულია სპრედი (სხვაობა) რეგიონის სხვა შესადარ ევროობლიგაციებთან შედარებით," - ვკითხულობთ galt&taggart-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system