თავში

რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მყარი თებერვალში რუბლი და ტენგე იყო

რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მყარი თებერვალში რუბლი და ტენგე იყო
რეგიონის ვალუტებიდან ყველაზე მყარი თებერვალში რუბლი და ტენგე იყო

galt&taggart-მა ობლიგაციების ბაზარი მიმოიხილა. აქვე გაანალიზებულია რეგიონის ვალუტების მდგომარეობაც.აღმოჩნდა, რომ სომხური დრამი 2021 წლის თებერვალში 1.9%-ით გაუფასურდა. თურქულმა ლირამ თებერვალი საკმაოდ კარგად დაიწყო, თუმცა თებერვლის ბოლო კვირაში ლირა 6.6%-ით გაუფასურდა, მას შემდეგ რაც თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 25 თებერვლის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. 

თებერვალში რეგიონის ვალუტებს შორის ყველაზე კარგი შედეგი რუსულმა რუბლმა და ყაზახურმა ტენგემ აჩვენა და შესაბამისად, 1.5% და 1.4%-ით გამყარდა დოლარის მიმართ.

რაც შეეხება ქართულ ლარს, ის თებერვალში 0.7%-ით გაუფასურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system