თავში

რეგიონისთვის გაზის ტარიფი დღეს დადგინდება

რეგიონისთვის გაზის ტარიფი დღეს დადგინდება
რეგიონისთვის გაზის ტარიფი დღეს დადგინდება

დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია(სემეკი)  "სოკარ ჯორჯია გაზის" აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფებს დაადგენს.  მოქმედ ტარიფს ვადა ივნისის ბოლოს ეწურება.

გასულ წელს, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ "თბილისი ენერჯის" აბონენტებისთვის ტარიფის შენარჩუნება დაასუბსიდირა, რის გამოც თბილისში გაზის ტარიფი 2020-2022 წლებში უცვლელი დარჩა.

"ისევე როგორც თბილისში ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი უცვლელი დარჩა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ შეიცვლება, ასევე რეგიონებშიც უცვლელი იქნება და ტარიფის რაიმე ზრდა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება, "სოკარის" მიერ ადრე განხორციელებულ 150 მლნ დოლარის მოცულობით ინვესტიციას, ეს აისახება ახალ ტარიფში, თუმცა ეს ტარიფის ზრდას არ იწვევს, ვინაიდან ამ ნაწილში სახელმწიფო მოსახლეობას შეეხიდება და თავისი რესურსებით მოახდენს ამ ყველაფრის კომპენსირებას", - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რეგიონებში გაზის ახალი ტარიფის დადგენა ივლისიდან იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში სემეკი "სოკართან" იმ განხორციელებულ, თუ განსახორციელებელ ინვესტიციებს ათანხმებდა, რაც მოსახლეობის ტარიფებში უნდა აისახოს. ესაა 150 მლნ აშშ დოლარი, რომელიც აზერბაიჯანულმა ენერგოკომპანიამ საქართველოში საინვესტიციო პროექტებში დახარჯა და "სოკარი"  ახლა მას ტარიფში ასახვას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system