თავში

რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა გადავადდეს

რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა გადავადდეს
რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა გადავადდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადავადდეს. მიზეზი ეპიდემიოლოგიური ვითარების ცვლილებაა.

„დიდი ალბათობით, მოგვიწევს რეგულარული ფრენები შეზღუდვის გადაწევა ალბათ ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული ფრენები დღესაც ხორციელდება და ივლისშიც განხორციელდება. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება არ იქნებოდა ახლავე სრული მასშტაბით, რომ გაგვეხსნა რეგულარული ფრენები,“-განაცხადა თურნავამ საერთაშორისო ტურისტების მიღების შესახებ საუბრისას.

ფრენების გადავადებაზე საუბრისგან თავი შეიკავა ფინანსთა მინისტრმა.

"ვაკვირდებით სიტუაციას. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით," - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა კითხვას 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, საკითხზე მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში ხდება.

ჯერ ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ, ვაკვირდებით სიტუაციას არა მარტო ჩვენთან, არამედ მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირში. დანამდვილებით ვერაფერს ვერ გეტყვით. მსჯელობა ყოველდღიურ რეჟიმში მიდის,“-აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, საქართველოში ფრენები 1 ივლისიდან უნდა განახლებულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system