თავში

თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება
თბილისსა და მიუნხენს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს განაახლებს. აღნიშნულის თაობაზე, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიას შორის.

მიუნხენი - თბილისი - მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:  მიუნხენი - თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, თბილისი - მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system