თავში

რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის

რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის
რეკომენდაცია შიდა მოგზაურებისთვის

"ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ის ვითარება, რომელიც კოვიდ19-თან მიმართებით გვაქვს და რა თქმა უნდა, იმოგზაურონ და განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია," - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღნიშნულ სიას დღის განმავლობაში გაასაჯაროვებს.

მისი განმარტებიტ, თუკი განთავსების ობიექტები/სასტუმროები ინსპექტირებას გაივლიან წარმატებით, მათ ოპერირების განხორციელების და შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„თუკი განთავსების ობიექტი, როგორც მეწარმე, არ რეგისტრირდება, აქამდე არ არის დარეგისტრირებული ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე, მას არ ჰქონია დღვანდელ დღემდე ჩატარებული ინსპექტირება და ნებართვა არ აქვს მინიჭებული, ეს არის კანონდარღვევა. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენი შიდა მოგზაურებისთვის არის ის, რომ ძალიან სწორად შეაფასონ ის ვითარება, რომელიც კოვიდ19-თან მიმართებით გვაქვს და რა თქმა უნდა, იმოგზაურონ და განთავსდნენ ისეთ სასტუმროებში, რომლებიც შემოწმებულია და შესაბამისი ნებართვაც გაცემულია," - განაცხადა ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ იგივე პრინციპი იქნება საოჯახო სასტუმროების შემოწმებასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ განსხვავება არ გვაქვს მიდგომებს შორის, ეს ეხება საოჯახო, საშუალო თუ მსხვილ სასტუმროებს. პრინციპი არის ერთი, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას, ზედაპირების ხშირ დამუშავებს, სამზარეულო ტერიტორიაზე განსაკუთრებულ ყურადღებას, ოთახების დალაგების პრინციპს," - განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system