თავში

რესტორანი, სადაც საკუთარ ნამზადს მიირთმევთ, უკვე თბილისშია

რესტორანი, სადაც საკუთარ ნამზადს მიირთმევთ, უკვე თბილისშია
რესტორანი, სადაც საკუთარ ნამზადს მიირთმევთ, უკვე თბილისშია

„ასკანელი ძმების“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ქარხნის ტერიტორიაზე არატრადიციული და ინოვაციური სერვისის მქონე რესტორანი "ასკანელი გარდენი" გაიხსნა. სტუმრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ დეგუსტაციებსა და ტრადიციული კერძების მასტერ-კლასებში. 

როგორც ”ასკანელი გარდენის” დირექტორს, მარიამ გვაზავა გვიყვება, "ასკანელი გარდენი“ უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ტურისტებში, არამედ ადგილობრივ მოსახლეობაშიც. მისი თქმით რესტორნის ქარხნის ტერიტორიაზე გახსნა სივრცისთვის წარმატებული დანამატი აღმოჩნდა. რაც შეეხება ფასებს, საშუალოდ ლანჩი ერთ ადამიანზე ჩვენთან 38 ლარი ჯდება ხოლო ვახშამი 48, თუმცა სტუმრის არჩევანზეა დამოკიდებული – შესაძლებელია ყოველთვის მოვერგოთ მის გემოვნებასა და შესაძლებლობებს.

"ახლა უკვე ტურისტებს თბილისში ვათავაზობთ იმას, რისთვისაც ისინი კახეთში მიემგზავრებიან. აქ მოსულ სტუმრებს უტარდებათ ტური ქარხანაში, სადაც მათ შეუძლიათ ნახონ, თუ როგორ იქმნება უამრავი დასახელების სხვადასხვა ღვინო, ბრენდი, ჭაჭა და ა.შ. დააგემოვნონ ალკოჰოლური სასმელები პირდაპირ ქარხნის რეზერვუარებიდან. აქვე იმართება კულინარიული მასტერ კლასები: ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურების ჩაკვრა, ხინკლის მოხვევა და ა.შ. ხოლო საღამო რესტორან „ასკანელი გარდენ“-ში ვახშმით მთავრდება. ერთი სიტყვით, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ ტრადიციულ კულტურას ერთ სივრცეში," - განაცხადა გვაზავამ.

„ასკანელი გარდენის“ ანალოგიური ტიპის ობიექტი თბილისში არ არსებობს. ღვინის ქარხანაში არსებობს ლოკაცია, რომელიც მოიცავს ქართული ღვინის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის ნახვას თავიდან ბოლომდე, ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის დაგემოვნებას, ქართული ტრადიციული სამზარეულოს გაცნობას, ქართული დედას პურის, თათარის დამზადებისა და ჩურჩხელის ამოვლების, ხინკლის მოხვევის, მწავდის შეწვის პროცესს, რაც მთავარია, უგემრიელეს ტრადიციულ ქართულ და საავტორო კერძებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system