თავში

რესტორნების დიდი ნაწილი დაიხურა

რესტორნების დიდი ნაწილი დაიხურა
რესტორნების დიდი ნაწილი დაიხურა

“ბერმუხა”, "ბარაკონი", „მუხამბაზი“, ფუნიკულიორის კომპლექსში მოქმედი ყველა ობიექტი: რესტორანი “ფუნიკულიორი”, კაფე “ფუნიკულიორი” და რესტორანი “ჩელა”; „ქართული სახლი“; „აჭარა ჯგუფის“ თბილისის სასტუმროებში (Rooms Hotel Tbilisi, Stamba Hotel, Holiday Inn Tbilisi, Fabrika Hostel) არსებული ყველა საზოგადოებრივი შიდა და გარე თავშეყრის ადგილი, მათ შორის რესტორანი „ლოლიტა“, სალობიე „ბია“; „ჭაშნაგირი“. - ეს იმ რესტორნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც დღეიდან მუშაობას დროებით წყვეტენ.

მსხვილი რესტორნების გარკვეულმა ნაწილმა რეკომენდაცია გაითვალისწინა და გადაწყვიტეს, რომ დროებით მუშაობა შეწყვიტონ.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მთავრობამ მათ ამისკენ გუშინ მოუწოდა. 

მათი უმეტესობა მიტანის სერვისზე გადაერთო, თუმცა ნაწილი ამას ვერ ახერხებს და ოპერირებას საერთოდ აჩერებს.

.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system