თავში

რიკოთის მაგისტრალის პირველი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება

რიკოთის მაგისტრალის პირველი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება
რიკოთის მაგისტრალის პირველი მონაკვეთი შემოდგომაზე გაიხსნება

„რიკოთის მაგისტრალის პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთი წელს შემოდგომაზე გაიხსნება,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 70-80 % აქტიურ სამშენებლო ფაზაშია და პირველი, 2.5 კმ-იანი ორზოლიანი მონაკვეთის წელს გახსნა იქნება პირველი ხელშესახები შედეგი იმ გარდამტეხი ფაზისა, რომელიც ამჟამად არის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე. 

„ზოგადად, რიკოთის მონაკვეთი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მშენებლობისას, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ჩქაროსნული მაგისტრალის შარშან გახსნილ 70 კმ-იან მონაკვეთს, რომელმაც თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო 1 საათით დაზოგა, წელს დაემატება რიკოთის ერთი მონაკვეთი. ეს კიდევ უფრო დააჩქარებს გადაადგილებას, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით,“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა. ამ მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან სამუშაო მიმდინარეობს 18 გვირაბზე და გაჭრილია 2 გვირაბი, ხოლო 37 ხიდიდან სამუშაო 27 ხიდზეა დაწყებული, საიდანაც 4 ხიდზე უკვე დასრულდა მალის ნაშენისათვის რკინა-ბეტონის კოჭების დამზადება და მონტაჟი.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ცნობისთვის, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს. ამჟამად უკვე გაჭრილია 6 გვირაბი და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები, ხიდებზე კი, დაწყებულია გამაერთიანებელი ფილებით მონოლითური კონსტრუქციის მოწყობის პროცესი, რის შემდეგაც გზის საფარი დაიგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system