თავში

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სამუშაო საათები სეზონურად შემცირდა

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სამუშაო საათები სეზონურად შემცირდა
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზის სამუშაო საათები სეზონურად შემცირდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა პირველი ნოემბრიდან ზამთრის სამუშაო საათებზე გადადის და ნაცვლად 10:00-დან 00:00 საათისა, მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება.

თბილისის რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 2012 წლის 11 ივნისს გაიხსნა. ის ზაფხულის თვეებში 14 საათი 10:00-დან 00:00 სთ-მდე, ხოლო ზამთრის თვეებში 12 საათი 10:00-დან 22:00-მდე მუშაობს. საბაგიროს 7 გონდოლა ემსახურება და თითოეული 8 მგზავრზეა გათვლილი. მგზავრობის სტანდარტული ღირებულება 2.5 ლარს შეადგენს, თუმცა მოქმედებს შეღავათიანი 80%-ით დაბალი ტარიფებიც. რიყე-ნარიყალას საბაგიროთი ყოველდღიურად 3000-5000 აქდამიანი სარგებლობს, მატი დიდი ნაწილი უცხოელი ტურისტია. საბაგიროს სიგრძე 500 მეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system