თავში

რის ხარჯზე გაიზარდა წლიური ინფლაცია

რის ხარჯზე გაიზარდა წლიური ინფლაცია
რის ხარჯზე გაიზარდა წლიური ინფლაცია

ინფლაციასთან დაკავშირებით სტატისტიკა საკმაოდ არასახარბიელოა. აღმოჩნდა, რომ მარტში ინფლაცია, თებერვალტან შედარებით, 4,2%-ით განისაზღბვრა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 6,9%-ს შეადგენს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიის მოხსნის ფაქტორით არის განპირობებული.

,,ინფლაცია რაც მაღალია, მით უფრო ნეგატიური შედეგია მოსახლეობისა და ბიზნესისთვისაც. აძლიერებს ნეგატიურ მოლოდინებს და არასტაბილურობის განცდას. გასათვალისწინებელია, რომ თვიური და წლიური ინფლაცია უკავშირდება გარკვეულწილად აღრიცხვიანობას, სუბსიდიის მოხსნას, რაც 4 თვის განმავლოაბში გრძელდებოდა - ნოემბერ-თებერვალში. სურსათის კომპონენტს თუ შევხედავთ, ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.86 პროცენტული პუნქტით აისახა. სუბსიდირების მოხსნიდან მიღებული ნეგატიური ეფექტი ჩვენ გვექნებოდა თითქმის 2%-მდე ნაკლები ინფლაციის მაჩვენებელი მარტში, რაც საკმაოდ გასაგებს გახდიდა ინფლაციის ფაქტობრივ დონეს. იმ მეთოდიკის წყალობით, რითაც ზამთარში ინფლაცია შენარჩუნებული იყო, შესრულდა ერთგვარი ზამბარის ეფექტი: მოჭიმული ზამბარა, როგორც იქნა,  გაიხსნა და ინფლაციის მაჩვენებელი ახალ სიმაღლეზე გაისროლა", - აცხადებს არჩვაძე report.ge-თან. 

ინფლაციის ზრდასთან ერთად, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ შეიძლება რეფინანსირების განაკვეთი კიდევ გაიზარდოს, რაც სესხებსა და ფასებზე იმოქმედებს.

,,მაღალი ინფლაცია, რაც გამოიწვევს იმას, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. ველოდები, რომ მონეტარული პოლიტიკა შეიძლებნს 9,5%-მდეც გაძვირდეს. ეს, ცხადია, კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს ფასებზე. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობას, რადგან გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის ყიდვა. კარგი იქნებოდა, ეროვნულ ბანკს ინტერვენციები უფრო ადრე და მეტი მოცულობებით განეხორციელებინა. ახლა კურსის და ინფლაციაც შორს წავიდა, რაზეც ფსიქოლოგიური ფაქტორიც მოქმედებს", - აცხადებს ნიკა შენგელია report.ge-თან.

საქსტატის განახლებული მონაცემებით, 2021 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 4.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system