თავში

რითეილ ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს

რითეილ ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს
რითეილ ბიზნესი საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივებას ითხოვს

„რითეილ ასოციაცია" ხელისუფლებას საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების თხოვნით მიმართავს.

ასოციაციის განცხადებაში აღბიშნულია, რომ გლობალური პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი კომპანიების უდიდეს ნაწილს დაეხმარა გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ლოქდაუნით გამოწვეულ სირთულეებთან ადაპტაციაში, თუმცა საგადასახადო შეღავათების ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მხარდაჭერის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

"როგორც ვხედავთ, პანდემიის მეორე ტალღა კიდევ უფრო აგრესიულია და მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ლოქდაუნის გარეშე ხდება პანდემიის კონტროლი, გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით განპირობებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს. ჩვენ ვუერთდებით "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ როგორც სამუშაო ადგილები, ასევე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და დავფაროთ ის დამატებითი დანახარჯები, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან",- აცხადებენ „რითეილ ასოციაციაში". 

ცნობისთვის რითეილ ბიზნესი საცალო ვაჭრობის, საცალო გაყიდვების სექტორს აერთიანებს.  მასში შედიან მაღაზიები, ინმეწარმეები, მწარმოებლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system