თავში

რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა

რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა
რკინიგზის ტვირთბრუნვა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პირველად გაიზარდა

საქართველოს რკინიგზა 2019 წლის შედეგები შეაჯამა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რკინიგზის ტვირთბრუნვა 2019 წელს, 2018-თან შედარებით 9%-ით გაიზარდა. 

კომპანიის განცხადებით, ბოლო ცხრა წლის განმავლობაში რკინიგზის ტვირთბრუნვა პირველად გაიზარდა.

2012 წელს ტვირთბრუნვის მაჩვენებელი 20.1 მლნ. ტონა იყო, რის შემდეგაც რკინიგზის ტვირთბრუნვა ყოველწლიურად მცირდებოდა და 2018 წელს 10 მლნ ტონა გახდა. 2019 წლის მაჩვენებელი 10.8 მლნ ტონაა.

საქართველოს რკინიგზამ წელს მიიღო ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის შემოსავალი, უფრო კონკრეტულად 501 მილიონი ლარის შემოსავალი. საოპერაციო შემოსავალი გაიზარდა, დაახლოებით, 15%-ით, ეს არის დაახლოებით 68 მილიონი ლარი. აქვე შემიძლია დავამატო, რომ ერთი არის ტვირთების გადაზიდვა და მეორე არის ჩვენი სერვისი - ეს არის უფრო მეტად სოციალური სერვისი, რაც მგზავრთა გადაყვანას წარმოადგენს. მგზავრთა გადაყვანაშიც რეკორდული მაჩვენებლებია 2019 წელს. 3 მილიონზე მეტი მგზავრი გადავიყვანეთ წელს საქართველოს რკინიგზის საშუალებით. ამ საქმიანობიდან შემოსავალი გაიზარდა 31 მილიონ ლარამდე", - ამბობს რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფერაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system