თავში

როდიდან აიკრძალება ავტომობილებში მოწევა?

როდიდან აიკრძალება ავტომობილებში მოწევა?
როდიდან აიკრძალება ავტომობილებში მოწევა?

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტით ტაქსიში თამბაქოს მოწევა იკრძალება. თამბაქოს მოწევა აიკრძალება ავტომობილშიც, თუკი ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

გარდა ამისა, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი.

დარღვევის შემთხვევაში ტაქსის და კატერის მძღოლები დაჯარიმდებიან 200 ლარით, კერძო ავტომობილით არასრულწლოვანის გადაყვანის დროს მოწევისთვის 50 ლარით.

"თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი მზად არის და პარლამენტში უკვე წარდგენილია. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. 

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების გაორმაგებას აღნიშნული ქმედებების მეორედ, მესამედ და მის შემდეგ ყოველი მომდევნო ჩადენისთვის.

ამას გარდა, 2022 წლის 31 დეკემბრიდან, ახალი რეგულაციით, ნაკლებმიმზიდველი რომ იყოს, ყველა სახის თამბაქოს ნაწარმი სადა შეფუთვით, ანუ ერთგვაროვანი ფერის კოლოფებით გაიყიდება. სტანდარტიზირებული ზომის კოლოფებზე დატანილი იქნება ბრენდისა და ქვესახეობის სახელები.

შეგახსენებთ, მიკორავტობუსებსა და ავტობუსებში მოწევა 2018 წლიდან აკრძალულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში (საქალაქო თუ საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები ან ავტობუსები) თამბაქოს ყველა სახის პროდუქტის მოხმარება აკრძალულია (სიგარეტი, ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო და სხვ.) მძღოლი ჯარიმდება 200 ლარით, მწეველი მგზავრი კი 100 ლარით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system