თავში

როდის დაამტკიცებენ სებ-ის საბჭოს წევრებს

როდის დაამტკიცებენ სებ-ის საბჭოს წევრებს
როდის დაამტკიცებენ სებ-ის საბჭოს წევრებს

"ახლო მომავალში ველოდები მეორე კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას, სადაც ჩემი კანდიდატურის განხილვა უნდა მოხდეს, კონკრეტული რიცხვი არ ვიცი და დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს,“ - ასე უპასუხა მედიას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ხიშტოვანმა. ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 9 წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს - გიორგი ხიშტოვანს და გიორგი მიროტაძეს მხარი დაუჭირა. სებ-ის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ, თუმცა ამავე წლის 1 ოქტომბერს საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მიროტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, რომ  პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის მეორე კანდიდატურის წარდგენამდე სხდომის ჩანიშვნის დრო უცნობია. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საბჭოს მეორე (გიორგი მიროტაძის ნაცვლად) ახალი წევრობის კანდიდატის არჩევაზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system