თავში

როდის დავიწყებთ სათამაშოების შემოწმებას უსაფრთხოებაზე

როდის დავიწყებთ სათამაშოების შემოწმებას უსაფრთხოებაზე
როდის დავიწყებთ სათამაშოების შემოწმებას უსაფრთხოებაზე

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, რატი ობოლაძის, განცხადებით, სათამაშოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ევროდირექტივის დანერგვა კანონმდებლოაბში წლის ბოლომდე უნდა მოხდეს. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კონსულტაციები ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.

„დირექტივის დანერგვა უნდა მოხდეს წლის ბოლომდე საკანონმდებლო დონეზე. რაც შეეხება მის აღსრულებას, ახლა მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ბიზნესის შესაბამის წარმომადგენლებთან, იმპორტიორებთან, მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან, როდის ავამოქმედოთ, რომ ისინიც მზად იყვნენ, ვინაიდან მათი მზაობა არის ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაწილი. რეგლამენტი უკვე მზად არის, თუ რას უნდა აკმაყოფილებდეს სათამაშო დრაფტის დონეზე”,- განაცხადა რატი ობოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, ძირითადი მოთხოვნაა, რომ სათამაშო საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს მომხმარებელს, ხოლო სპეციალური მოთხოვნები ეს არის აალების, ბასრი ნაწილებისადმი მოთხოვნები, გადაყლაპვის საფრთხის გამოსარიცხი მოთხოვნები, ძაბვის მაქსიმალური ზღვარია დადგენილი. ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიური ელემენტებს არ უნდა შეიცავდეს, განსაზღვრული უნდა იყოს მიგრაციის მაქსიმალური ზღვრები. 

ამასთან, ობოლაძის განცხადებით, სათამაშოების შემოწმება განხორციელდება, როგორც დოკუმენტურად, ისე ფიზიკურად.

„პირველ რიგში მოხდება დოკუმენტური კონტროლი, რამდენად არის სათამაშოსთან თანდართული ყველა აუცილებელი დოკუმენტი, მათ შორის ეს შეიძლება იყოს სერტიფიკატი, გამაფრთხილებელი ნიშნები, უსაფრთხო მოხმარების ინსტრუქცია. თუ სერთიფიკატები ახლავს სათამაშოს, შევამოწმებთ ამ სერტიფიკატის ვალიდურობას და იმ პირის აკრედიტაციის ვალიდურიობას, ვინც გასცა სერტიფიკატი. ეს არის დოკუმენტური კონტროლის ნაწილი, ხოლო ფიზიკურ კონტროლს რაც შეეხება, თუკი სააგენტოს გაუჩნდა ეჭვი, ან არის იმის ლოგიკური საფრთხე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო აკმაყოფილებს ყველა დადგენილ დოკუმენტურ მოთხოვნას და გააჩნია შესაბამისი ნიშანდება, გამაფრხთხილებელი ნიშნები და ინსტრუქცია, მაგრამ შესაძლოა მაინც იწვევდეს ზიანს, შევამოწმებთ ფიზიკურად," - განაცხადა ობოლაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system