თავში

როდის გაიხსნება ფეხსაცმლის, თეთრეულის და ფარდის მაღაზიები

როდის გაიხსნება ფეხსაცმლის, თეთრეულის და ფარდის მაღაზიები
როდის გაიხსნება ფეხსაცმლის, თეთრეულის და ფარდის მაღაზიები

ამ დრომდე უცნობია, როდის გაიხსნება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები. 

როგორც ბიზნესომბუდმენი ამბობს, მოლები და ბაზრობები მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორებია და მაღალი რისკის გამო მათი ამუშავება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

ბიზნესასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფეხსაცმლების და თეთრეულის მაღაზიების გახსნა ინფიცირების საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომ მათი გახსნა შესაძლებელია.

ტანსაცმელთან მიმართებაში გარკვეული პრობლემებია და ეპიდრისკი მაღალია, რადგან მომხმარებელი მას ყიდვისას ისინჯავს, თუმცა ფეხსაცმლის გასინჯვა ერთჯერადი პარკებითაა შესაძლებელი, რითაც ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დავა. თეთრეულის შემთხვევაში გასინჯვა სულაც არ ხდება და ბიზნესასოცოაცია სრულად დასაშვებად მიიჩნევს ამ ტიპის მაღაზიების გახსნას.

ფარდების მაღაზიათა ქსელის "მიას" მენეჯერი ზვიად ბასილაშილი report.ge-ს უხსნის, რომ ოპერირების შეჩერების გამო 45 თანამშრომლის უხელფაო შვებულებაში გაშვება მოუწია. 2 თვეა უმუშევრობის გამო კომპანია თვეში 40 ათას ლარამდე შემოსავალს, ხოლო თანამშრომლები ყოველდღიურად 40 ლარს კარგავენ. 

"ყოველდღე მირეკავენ თანამშრომლები, მეკითხებიან როდის გავიხსნებით და პასუხი არ მაქვს. 45 ადამიანის დასაქმებას ვახერხებდი და დღეში 40 ლარს ვუხდიდი არცთუ ისე რთულ სამუშაოში. მყავს მკერავები, მძღოლები, დიზაინერები და ოფისმენეჯერ-კონსულტატნტები. მართალია, იჯარის ფული გადამივადდა, გადასახადებსაც აღარ ვიხდი, მაგრამ შემოსავალი დავკარგე. ქსოვილების მომწოდებელთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვეღარ შევასრულე და პიგასამტეხლო დამეკისრა. გარდა ამისა ოჯახებს რჩენა უნდა, ჩემს ოჯახსაც ვგულისხმობ და თანამშრომლებისასაც. ძალიან გაგვიჭირდა. ჩვენი მაღაზია მაღალი რისკის არაა. ჩვენთან არც ხალხის მაღალი მობილობაა და სივრცეც დიდი გვაქვს. ქსოვილების ყიდვა-გაყიდვას არც მოსინჯვა სჭირდება არც ფიზიკური სიახლოვე. თავისუფლად შევძლებთ უსაფრთხო მომსახურებას, თუმცა ჩემი მაღაზიები სავაჭრო ცენტრებშია და სანამ ისინი არ გაიხსნება, მანამდე ჩვენც ვერ ავმუშავდებთ. ონლაინ ვაჭრობას ვერ ვახერხებ, თუ ადგილზე არ ავიღეთ ზომები, არ შევუთანხმეთ კლიენტს დიზაინი," - განაცხადა ბასილაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system