თავში

როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები

როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები
როდის გაიხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები

ჯანდაცვის სამინისტრო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის მოთხოვნათა პაკეტს ამუშავეს.

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

როგორც ტიკარაძემ განმარტა, გახსნის შემთხვევაში, მათ სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა მოუწევთ.

“ჩვენ ყველა მაღაზიის წარმომადგენელთან ვმუშაობთ და პირველ რიგში, გვყავს დაყენებული მაღაზიები, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ქუჩის მხრიდან შესასვლელები და შემდგომ ის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ მოლებში. მათთანაც ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრები მიმდინარეობს, როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე ჩართულია შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი და ჩვენ ვმუშაობთ ასევე იმ მონიტორინგის სამსახურის ამუშავებაზე, როდესაც უკვე დადგენილი წესების გაკონტროლება მოხდება შრომითი ინსპექციის მხრიდან“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system