თავში

როდის მოუწევთ პენსიონერებს კომუნალურების გადახდა?

როდის მოუწევთ პენსიონერებს კომუნალურების გადახდა?
როდის მოუწევთ პენსიონერებს კომუნალურების გადახდა?

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს.

გადახდას მოსახლეობა ქვითრის მომზადებიდან, 15 კალენდარული დღის განმავლობაში შეძლებს.

ამასთან, პენსიონრები, სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

პენსიონერებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 16 რიცხვი, მიუხედავად იმისა, როდის მიუვათ ქვითარი და რა იქნება ქვითარში გადახდის ბოლო ვადად მითითებული, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის გადახდის ბოლო ვადა იქნება 23 რიცხვი, რადგან 22-ში მათ დახმარება ერიცხებათ.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადა, პენსიისა და სოციალური დახმარების მიღების ვადებზე იქნება მორგებული. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system