თავში

როგორ აიღებენ სესხებს არაფორმალურად დასაქმებულები

როგორ აიღებენ სესხებს არაფორმალურად დასაქმებულები
როგორ აიღებენ სესხებს არაფორმალურად დასაქმებულები

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავას განმარტებით, მოხსნილია სავალდებულო მოთხოვნა ადგილზე ვიზიტების შესახებ არაფორმალურად დასაქმებული მოსახლეობისთვის. მსესხებლის შემოსავლის შესწავლა კვლავ სავალდებულო რჩება.

"ძირითადი პრინციპი, რომ სესხი უნდა გაიცეს ისეთ მომხმარებელზე, რომელსაც მისი მომსახურება ზედმეტი ტვირთვის გარეშე შეუძლია, რჩება უცვლელი. თუმცა ხვალიდან, ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თავიანთი შიდა პროცედურებით განსაზღვრავენ, თუ როგორ შეისწავლონ შემოსავალი და არ იქნება ეს დაფუძნებული გარკვეულ წესებზე რეგულატორის მიერ“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე ცვლილება, რომ უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი მაქსიმალურ და საკონტრაქტო ვადიანობაზე.

.აქამდე არსებობდა ორი სხვადასხვა ტიპის დაანგარიშება, ერთი იყო მაქსიმალურ ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული იყო დებულებით, ხოლო მეორე – საკონტრაქტო ვადიანობაზე, რაც განსაზღვრული იყო სასესხო კონტრაქტით. ამ ორის ნაცვლად, ეროვნულმა ბანკმა დატოვა ერთი, ეს იქნება ვადა, რომელზეც მსესხებელს ავტომატურად შეეძლება სესხის გრძელვადიანად ქცევა, ანუ საკონტრაქტო ვადა, თუმცა, თუ კონტრაქტში არის ჩადებული ავტომატური დაგრძელვადიანების ოფცია, მაშინ ყოველთვიური გადასახადი დაიანგარიშება ავტომატური გადავადების ვადაზე.

შემდეგი ცვლილება ეხება უშუალოდ სესხის მომსახურების კოეფიციენტების მატრიცას. 

აქამდე არსებობდა ოთხი სახელფასო დანაყოფი, რის მიხედვითაც სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტები იყო სხვადასხვა, ოთხი დანაყოფი მცირდება ორამდე – 1000 ლარს ზემოთ და 1000 ლარს ქვემოთ. 

იზრდება მაქსიმალური ვადა ლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე 15-დან 20 წლამდე. რაც შეეხება სესხის თანამონაწილეობის კოეფიციენტს უცხოეთიდან შემოსავლის მიმღები მოსახლეობისთვის, ის მცირდება 40 პროცენტიდან, 30 პროცენტამდე შემოსავლის დადასტურების შეუძლებლობის შემთხვევაში. ანუ, თუ შემოსავლის დადასტურება არის რთული, გამომდინარე იქედან, რომ შემოსავალი მიიღება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მსესხებელს უფრო მარტივად და ნაკლები თანამონაწილეობით შეეძლება სესხის აღება“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, პაპუნა ლეჟავას თქმით, რეგულაცია არ შეეხებათ ისეთ მსესხებლებს, რომელთა საერთო დავალიანება აღემატება 2 მლნ ლარს და ასევე მსესხებლებს, რომელთა ფინანსური გათვითცნობიერებულობა არის უფრო მაღალი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა. სებ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system