თავში

როგორ დააზარალა პანდემიამ ევროზონის ეკონომიკა

როგორ დააზარალა პანდემიამ ევროზონის ეკონომიკა
როგორ დააზარალა პანდემიამ ევროზონის ეკონომიკა

2020 წლის მესამე კვარტალში ევროზონაში სუსტი ეკონომიკური აქტივობა გაგრძელდა. COVID-19 ის სწრაფი ტემპით გავრცელების პარალელურად, მნიშვნელოვნად გაუარესდა საწარმოო და ტურიზმის სექტორები, ასევე დაეცა საცალო გაყიდვები. 

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის ნოემბრის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში ვრცელი თავი აქვს დათმობილი მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვას, რომლის მიხედვით, სავაჭრო პარტნიორების მხრიდან შემცირებული მოთხოვნის გამო იკლო ექსპორტის მოცულობამ და ინვესტიციებმა, გაუარესებულია სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები. 

შეზღუდვების შერბილებასთან ერთად, წლის ბოლოსთვის, სიტუაციის მცირედ გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 

სსფ-ს ოქტომბრის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროზონისთვის 2020 წელს -8.3%-ია, ხოლო 2021-ში კი 5.2% იქნება. ინფლაციის დონე 2020 წელს 0.4% იქნება, ხოლო 2021 წელს 0.9%-ია მოსალოდნელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system