თავში

როგორ დაეხმარება სახელმწიფო კერძო ბაღებს

როგორ დაეხმარება სახელმწიფო კერძო ბაღებს
როგორ დაეხმარება სახელმწიფო კერძო ბაღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კერძო ბაღების წარმომადგენლებს შეხვდა და სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები განიხილა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო კერძო ბაღებს ბანკებთან კომუნიკაციაში დაეხმარება.

„საინტერესო და ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system