თავში

როგორ ებრძვის მსოფლიო "თურქულს"

როგორ ებრძვის მსოფლიო "თურქულს"
როგორ ებრძვის მსოფლიო თურქულს

ტაილანდის სამეფოში, ქალაქ ბანგკოკში, თურქულის დაავადების გლობალური კვლევითი ალიანსის (GFRA) ორგანიზებით, ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში, რომელსაც 25 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრაზე ვეტერინარიის სფეროს უახლესი სამეცნიერო ნაშრომები განიხილეს. მონაწილეებმა "თურქულის" დაავადების გამომწვევისა და მის საწინააღმდეგოდ ჩატარებულ ღონისძიებებზე იმსჯელეს და გამოცდილება გააზიარეს. თურქული ცხოველთა ინფექციური დაავადებაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და დიდი ეკონომიკური ზიანის გამოწვევა შეუძლია.

კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ბიოლოგიური საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, საქართველომ წარმოადგინა კვლევითი სტატიები ქვეყანაში "თურქულის" დაავადების არასტრუქტურული ცილების ცირკულაციის დონის და, ასევე, მოზარდ ვაქცინირებულ ცხოველებში, ვაქცინაციის შემდგომი ანტისხეულების დონის განსაზღვრაზე.

„მსგავსი სახის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება საქართველოს დაეხმარება "თურქულის" დაავადებასთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ გამოცდილების მიღებაში, სტაბილური კეთილსაიმედო ეპიზოოტიური სიტუაციის შენარჩუნებაში და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system