თავში

როგორ გადააწყო საგარეო ვაჭრობა პანდემიამ

როგორ გადააწყო საგარეო ვაჭრობა პანდემიამ
როგორ გადააწყო საგარეო ვაჭრობა პანდემიამ

2020 წლის დეკემბერში ექსპორტის 17.7%-იანი კლება, ძირითადად, მანქანებისა (წ/წ -60.2%) და ფეროშენადნობების (წ/წ -62.3%) ექსპორტის შემცირებით იყო გამოწვეული, ხოლო ოქროს (წ/წ 98.4%), თხილისა (წ/წ +45.9%) და სასუქების (წ/წ +19.5%) ექსპორტმა ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში. 

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს რეგიონულ ჭრილში, ექსპორტი შემცირდა როგორც დსთ-ის (წ/წ -23.5%), ასევე ევროკავშირის (წ/წ -7.3%) ქვეყნებში. 

კერძოდ, ექსპორტის შემცირება განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სომხეთსა (წ/წ -62.9%) და აზერბაიჯანში (წ/წ -25.5%), ხოლო თურქეთსა და რუსეთში ექსპორტის წ/წ 7.1%-იანი და წ/წ 3.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

2020 წლის განმავლობაში, ექსპორტის შემცირებას ძირითადად რეექსპორტირებული საქონელი განაპირობებდა. შედეგად, რე-ექსპორტის გამორიცხვით ექსპორტის მოცულობა წ/წ 3.5%-ით გაიზარდა. 

რაც შეეხება, იმპორტს, დეკემბერში იმპორტის წ/წ 17.9%-ით კლება პროდუქტების ყველა ძირითადმა კატეგორიამ განაპირობა. ვარდნაში ყველაზე დიდი წვლილი სატრანსპორტო საქონელმა (წ/წ -28.4%) შეიტანა. ასევე მნიშვნელოვანი იყო შემცირება სამრეწველო მარაგების (წ/წ -14.7%), კაპიტალური საქონლისა (წ/წ -23.7%) და საწვავი მასალების (წ/წ -22.3%) იმპორტში. 

ნოემბერში სამომხმარებლო საქონლისა (წ/წ -7.3%) და სურსათის (წ/წ -10.4%) იმპორტის მცირე გაუმჯობესების შემდეგ, დეკემბრის მაჩვენებლები კვლავ მკვეთრად დაეცა და, შესაბამისად, წ/წ -10.4% და წ/წ -14.7% შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system