თავში

როგორ გადააწყო სარეკლამო ბაზარი covid-19-მა

როგორ გადააწყო სარეკლამო ბაზარი covid-19-მა
როგორ გადააწყო სარეკლამო ბაზარი covid-19-მა

სატელევიციო სარეკლამო შემოსავლების ზრდა სპეციალისტებს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევს. პიარ-ტექნოლოგები ფიქრობენ, რომ წამყვანი როლი კორონავისრუსთან დაკავშირებული რეკლამა და ბიზნესის ის მიმართულებებია, რომლის საქმიანობაც მეტნაკლებად ეპიდემიურმა ფონმა გააქტიურა. როგორც report.ge-თან პროდიუსერი ირაკლი საღინაძე ამბობს,  რეკლამის მხრივ თუნდაც სატელევიზიო სივრცეში გაცილებით მეტი პრობლემაა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანს და რასაც სტატისტიკა შემოსავლებთან დაკავშირებით ასახავს.

,,სარეკლამო ბაზარზე ერთმნიშვნელოვანი კრიზისია. ეს მოსალოდნელი არის კიდეც, რადგან  ეკონომიკაში 11%-იანი ვარდნა იყო და ეს ადეკვატირად აისახა სარეკლამო ბაზარზეც. ის, რომ შემოსავლებში ზრდაა, სიმშვიდის საფუძველს ნაკლებად იძლევა.  მთლიანად მედიაში დაბანდებული თანხა გაიზარდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ინფლაციაა. შესაბამისად, შემოსავლები უცხოურ ვალუტაში რომ დაიანგარიშო, კლება აშკარაა. ოპტიმიზმის საფუძველს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. რაც შეეხება რეკლამის ტიპს, რა მოთხოვნაც არის ბაზარზე, რეკლამაც შესაბამისია, ეკონომიკაში მუშაობს სულ რამდენიმე მიმართულება, ეპიდემიამ აქ ყველაფერი გადააწყო, ახალი ტიპის მოთხოვნა გაჩნდა, მდგომარეობა ბაზარზეც რეალურად მძიმეა", - ამბობს საღინაძე.

კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტი, პიარ-ტექნოლოგი ელდარ პირმისაშვილი report.ge-თან განმარტავს, რომ როგორც ბეჭდური მედიიდან, ასევე რადიო და ინტერნეტ სივრციდან რეკლამის ნაწილმა გადაინაცვლა სატელევიზიო ბაზარზე, რაც ეპიდემიურ მდგომარეობას უკავშირდება.

,,მთავარია ის, რომ ბიზნესი და ყველა ტიპის ორგანიზაცია ინტეგრაციას ზრდის იქ, სადაც არის აუდიტორია ანუ მისი მომხმარებელი. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობა კონცენტრირდა ძირითადად ტელევიზიებზე, რადგან ამ საშუალებით ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის პირველი წყარო ტელევიზია გახდა და შემდეგ ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში. პანდემიისას თანხების გადალაგება მოუწია კომპანიებს, ძირითადად ჩამოაჭრეს თანხა დამატებით რარაცეებს, მაგალითისთვის, რადიოს, გაზეთებს, ბილბორდებს - ნაკლებად მუშა მიმართულებებს და ტელევიზიაში წამოიღეს, ამან განაპირობა შემოსავლების ზრდა, მაგრამ არა ყველასთვის, რესურსი არაერთგვაროვნად გადანაწილდა. თუმცა ჯერჯერობით ტელევიზია არის ინფორმაციების მიღების პირველწყარო, ამით აიხსნება რომ ონლაინ ქსელებს ტელევიზიები ნაკლებად ავითარებენ", - განმარტავს ელდარ პირმისაშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 2020 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლებმა 75,2 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 7,6 მილიონი ლარით მეტია. 2020 წლის დასაწყისში კომუნიკაციების კომისია ამბობდა, რომ ბიზნეს სექტორის პასიურობის მიუხედავად, სარეკლამო ბაზარზე 2020 წელს შემოსავლების მკვეთრი კლება არ დაფიქსირდებოდა, რადგან მაუწყებლების კომერციული რეკლამიდან შემცირებულ შემოსავლებს, პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული შემოსავლები დაუბალანსებდა. კომუნიკაციების კომისიის პროგნოზი გამართლდა და პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მაუწყებლებს ჯამურად სარეკლამო შემოსავლებში 11%-იანი მატება აქვთ, საიდანაც 13,9 მილიონი ლარი ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებული თანხაა.

რაც შეეხება რადიო მაუწყებლებს, 2020 წელს რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლებმა 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 23%-ით ნაკლებია. რადიომაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების კლება დიდწილად სწორედ პანდემიას უკავშირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system