თავში

როგორ გამოიყურება საქართველოს რეიტინგები რეგიონის ქვეყნებთან შედარებით

როგორ გამოიყურება საქართველოს რეიტინგები რეგიონის ქვეყნებთან შედარებით
როგორ გამოიყურება საქართველოს რეიტინგები რეგიონის ქვეყნებთან შედარებით

რეიტინგები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა გამომშვებების კრედიტუნარიანობის ერთმანეთთან შესადარებლად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს რეიტინგები რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.

მცირედი განსხვავებების მიუხედავად, ზოგადი სურათი სხვადასხვა სააგენტოს მიხედვით ერთნაირია. მეზობელ ქვეყნებთან შედარებისას, საქართველოს უკეთესი რეიტინგი აქვს სომხეთთან და თურქეთთან შედარებით, თუმცა ჩამორჩება აზერბაიჯანსა და რუსეთს. ამ უკანასკნელების შედარებით მაღალი რეიტინგები ძირითადად მათი ნავთობისა და გაზის რეზერვების შედეგია, რაც ამ ქვეყნებში უცხოური ვალუტის სტაბილურ შემოდინებას უზრუნველყოფს, და შესაბამისად დიდწილად ამცირებს უცხოურ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციების საკრედიტო რისკებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთს ისტორიულად ჩვენზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა და Fitch-ისა და Moody’s-ის მიხედვით, საინვესტიციო სტატუსსაც კი ფლობდა. ქვეყნის რეიტინგის გაუარესება 2016 წლის სამხედრო ამბოხების მცდელობისას დაიწყო და მას შემდეგ რამდენიმე საფეხურით დაეცა. რეგიონში ყველაზე დაბალი რეიტინგი სომხეთს აქვს, ასევე აღსანიშნავია, რომ სომხეთს არ გააჩნია S&P-ის რეიტინგი და როგორც ჩანს, რეიტინგების გაუმჯობესების გზაზე ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასავლელი. რეგიონის ქვეყნების საკრედიტო რეიტინგების ისტორია შემდეგნაირად გამოიყურება:






ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system