თავში

როგორ გეგმავს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის მართვას

როგორ გეგმავს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის მართვას
როგორ გეგმავს სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორის მართვას

“მნიშვნელოვანი სიახლე განხორციელდება შემდეგ წლებში და სახელმწიფო გადავა ჰოსპიტალური სექტორის აქტიური მართვის ფაზაში, რაც მოკლე ვადაში თანაბარ კონკურენტულუნარიანს გახდის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებებს, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს მომსახურების ხარისხისა და სახელმწიფო ხარჯების მიზნობრივ და მეტად გარანტირებულ ხარჯვას”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გასული თვის დასაწყისში პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის დროს განაცხადა.

Report.ge ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, აკაკი ზოიძეს მიმართა კითხვით, რა იგულისხმება ამ ინიციატივაში, უფრო კონკრეტულად, იგულისხმა თუ არა მინისტრმა კერძო კლინიკების მართვაში სახელმწიფოს მონაწილეობა. დეპუტატმა აგვიხსნა, რომ საუბარია სახელმწიფო კლინიკების კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე კერძო კლინიკებთან მიმართებაში. მისივე განმარტებით, მუშაობა მიმდინარეობს იმაზე როგორ უნდა მოხერხდეს ეს კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ფარგლებში.

როგორ უნდა ჩაერთოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ის კლინიკები, რომელთა მომსახურების ხარისხი დაბალია, ზოიძემ გვიპასუხა, რომ მომრავლდა ასეთი კლინიკები, რაც პაციენტებს აზარალებს.

"არ იმოქმედებს კარგად ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე, იმიტომ რომ კლინიკა პაციენტს ყოველთვის პულობს, თუმცა რამდენად სჭირდება პაციენტს ის მომსახურება მეორე თემაა. ალბათ, სახელმწიფო გადავა აქტიურ შესყიდვაზე, სტრატეგიულ შესყიდვაზე. ეს ნიშნავს, რომ ყველასთან არ იქნება ხელშეკრულება დადებული. იქნება მხოლოდ იმ დაწესებულებებთან, რომლებიც შესაბამის ხარისხს, გარანტიებს და შესაბამისი მოცულობის სამუშაოებს შეასრულებენ, რომელიც გარანტია იქნება, რომ ინფრასტრუქტურა, პერსონალი, პროცესები ხარისხის არის ადექვატური ამ დაწესბეულების. როცა სახელმწიფო ყიდულობს ამ მომსახურებას, ეს მომსახურება უნდა იყოს ხარისხიანი. ეს გაკეთდება, ეს არის სტრატეგიული შესყიდვის არსი. შესაბამისად ტარიფები და ფასები დარეგულირდება ისე, რომ ის, რასაც ხარჯავს სახელმწიფო, იმის სანაცვლოდ მიიღოს გაცილებით მაღალი შედეგები“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system