თავში

როგორ ინერგება საქართველოში მომავალი - PHOTO

როგორ ინერგება საქართველოში მომავალი
როგორ ინერგება საქართველოში მომავალი - PHOTO

სახელმწიფო პროგრამა "დანერგე მომავალი", რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოქმედებს,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეაჯამა. მინისტრმა მეწარმეებისა და ფერმერებისათვის სახელმწოფო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მნიშვნელოვანი იყო ფერმერების მხარდაჭერა პირველად წარმოებაში, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით. შედეგად ქვეყანაში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება და გაჩნდა ხალი საექსპორტო შესაძლებლობები. პროგრამამ შესაძლებელი გახადა შექმნილიყო კონკურენტუნარიანი, თანამედროვე მეურნეობები, რომლებიც წარმოებული პროდუქციით შეძლებენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარებზე ადგილის დამკვიდრებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, 2020 და მომდევნო წლებში, პროგრამის ფარგლებში გაშენებული კულტურების საპროგნოზო მოსავალი მზარდია, რაც განპირობებულია გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით. დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა შეძლებს გადამმუშავებელი მრეწველობისთვის კარგი სანედლეულო ბაზის შექმნას და იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლებას.

პროგრამის "დანერგე მომავლის" დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა 8400-ზე მეტ მიწის ფართობზე, 2019 წელს გაშენებული მრავალწლოვანი ბაღების ფართობი შეადგენს 2,100 ჰა-ს. სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ კი 13,353,000 ლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system