თავში

როგორ იცვლება ოქროს ღირებულება?

როგორ იცვლება ოქროს ღირებულება?
როგორ იცვლება ოქროს ღირებულება?

2022 წლის პირველ სავაჭრო სესიაზე, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დასტაბილურდა.

Report.ge-ს ცნობით, ნიუ-იორკის Comex-ის საფონდო ბირჟაზე ოქროს თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0.2%-ით  გაიზარდა. ორშაბათს მათი ღირებულება  28,5 დოლარით (1,6%) დაეცა და უნციაზე 1 800,1 დოლარი შეადგინა, ხოლო ვაჭრობის დასასრულს  1798,2 დოლარამდე დაეცა.

"ბაზარი ცდილობს ებრძოლოს მოვაჭრეების ნეგატიურ განწყობას, რამაც გამოიწვია მისი 3.6%-იანი ვარდნა", - აცხადებენ Zaner-ის ანალიტიკოსები. 

წლის დასაწყისი ტრადიციულად ძვირფასი ლითონების აქტიური შესყიდვების პერიოდია და ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მალე ოქროზე მოთხოვნა გაიზრდება.

დეკემბერი და იანვარი, როგორც წესი, საკმაოდ ძლიერი თვეა ოქროსთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ძვირფასი ლითონების ფასის მატება იანვარში 8-ჯერ აღინიშნა.

რაც შეეხება ვერცხლს, მისი მარტის ფიუჩერსები სამშაბათს 0,24%-ით გაიზარდა და უნციაზე 22,865 აშშ დოლარი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system