თავში

როგორ ხდება მყარი ნარჩენების მართვა

როგორ ხდება მყარი ნარჩენების მართვა
როგორ ხდება მყარი ნარჩენების მართვა

ბოლო პერიოდში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომ მოხდეს მყარი ნარჩენების სწორი მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე  დადებითად აფასებს. ამასთან მეცნიერი საუბრობს რეკომენდაციებზეც, რომლის დაცვით ქვეყანა შეძლებს, მომავალი შეინარჩუნოს.  report.ge-თან კობალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ცირკულარული ეკონომიკის მოდელზე გადაეწყოს, რის ვალდებულებაც საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აქვს ნაკისრი. 

,,როდესაც ვსაუბრობთ, რომ უნდა განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკა, ეს პროცესი იწყება ნარჩენების მდგრადი და სწორი მართვით იწყება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისეთი ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც უკვე გადართული არიან უნარჩენო წარმოებაზე და დიდი წარმატება აქვთ. ასეთია ჩინეთი და აშშ,  მაგრამ ჩვენთვის ეს პროცესი არ იქნება მარტივი, რადგან ჩვეულებრივი ეკონომიკა არ გვაქვს აწყობილი. პირველ რიგში, უნდა აღირიცხოს, რა გვაქვს და რაში უნდა გამოვიყენოთ ნარჩენები, ხოლო უსარგებლო ნარჩენების თავისებურებებიც დადგინდეს. საჭიროა ცოდნა, რომ ,,ნარჩენი არ არის ნაგავი” და ნებისმიერი ნედლეული კონკრეტული საქმიანობისთვის გამოსადეგია.  ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას, ვიცხოვროთ იმ შესაძლებლობების და რესურსების საზღვრებში, რომელიც დედამიწას გააჩნია", - აცხადებს კობა კობალაძე report.ge-თან.

უცხოურ გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა გოგოლაძე.

,,განვითარებულ ქვეყნებში,მათ შორის, ევროპაში, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით პროექტი ათწლეულებია, მუშაობს. ის ერთ-ერთ გამართულ და ეფექტურ მექანიზმად მიიჩნევა. ცნობილია, რომ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას ექვემდებარება რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა: პლასტმასი, ნარჩენი ზეთები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, შესაფუთი მასალები, ელექტრო და ელექტრო ნარჩენები და სხვა. თითოეულ ამ ნაკადზე შემუშავებულია კანონქვემდებარე აქტის პროექტები, სადაც კონკრეტულად არის გაწერილი, როგორ მოახდინონ მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა ამ მექანიზმის ამუშავება, რა არის მათი და მუნიციპალიტეტის, ასევე საზოგადოების ვალდებულება და სხვა, სისტემას უამრავი მოთამაშე ჰყავს და შედეგის მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი", - აცხადებს გოგოლაძე. 

შეგახსენებთ, რომ საქართველო პლასტმასის ნარჩენების მართვაზე მუშაობს. პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის შემუშავება ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის სამუშაო ჯგუფის პირველ ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს (CENN) თანამშრომლობისა და პროექტის მხარდაჭერისათვის და ყურადღება პროექტის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა.

ცნობისთვის, დღესდღეობით საქართველოში პლასტმასის გადამუშავებაზე 15-მდე საწარმო მუშაობს, თუმცა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს არაერთი უცხოური კომპანია განიხილავს. მაგალითად, 2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინელი ინვესტორები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ხობში აპირებენ პლასტმასის გადამამუშავებელი მექანიკური ქარხნის გადმოტანას (ამ ინვესტორებმა 2020 წლის 20 იანვარს დაარეგისტრირეს შპს გლობალ რესაიკლინგი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system