თავში

როგორ მუშაობს ფინანსური სექტორი პანდემიისას

როგორ მუშაობს ფინანსური სექტორი პანდემიისას
როგორ მუშაობს ფინანსური სექტორი პანდემიისას

საგადახდო ტექნოლოგიების კუთხით, საქართველოს საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. გადახდებისა და საბანკო სერვისების მიღების საკმაოდ მრავალფეროვანი საშუალებები არსებობს: უკონტაქტო ბარათები, მობილური საფულეები, გადახდის სამაჯურები, შტრიხ კოდები, ინტერნეტ ბანკი, მობაილ ბანკი, ტელეფონ ბანკი და ა.შ. 

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ანგარიშში იმ საგანგებო ღონისძიებების შესახებ, რაც მან COVID-19-თან დაკავშირებით გაატარა.

სებ-ის განმრტებით, სერვისების გამოყენება შესაძლებელია ნაღდ ფულთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე. გარდა იმისა, რომ ეს სერვისები ჩვეულებრივ დროსაც უფრო მოსახერხებელია, მათი გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, იმისათვის რომ ქვეყანამ ეფექტიანად შეძლოს ვირუსთან ბრძოლა, მაქსიმალურად გამოიყენონ ინტერნეტ გადახდის სერვისები.

"ამავდროულად, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტსივრცეში გამოყენებისას. ბანკებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს ეძლევათ რეკომენდაცია მაქსიმალურად შეზღუდონ სერვისცენტრებში მომსახურე პერსონალისა და კლიენტებს შორის პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი. უზრუნველყონ მათი პერსონალის მაქსიმალური დაცვა," - აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system