თავში

როგორ მუშაობს ინოვაციური სასათბურე მეურნეობა ,,ჭკვიანი აეროპონიკა“

როგორ მუშაობს ​ინოვაციური სასათბურე მეურნეობა ,,ჭკვიანი აეროპონიკა“
როგორ მუშაობს ინოვაციური სასათბურე მეურნეობა ,,ჭკვიანი აეროპონიკა“

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული პროექტის ავტორებს GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე სასათბურე მეურნეობაში ეწვია.

სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი კომპანია “ჯი ეს ეი ტექნოლოგიები” მიზნად ისახავს, საქართველოში პირველად დანერგოს სოფლის მეურნეობის 100 %-ით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი თანამედროვე სასათბურე მეურნეობა, რომლის ეფექტურობის წყაროა აეროპონიკის სისტემაში ინტეგრირებული მცენარეთა ვეგეტაციის პროცესის მართვის ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა (software).

პროექტის ინოვაციურობა, რომელიც ტექნოლოგიის დატესტვის პერიოდში გამოიკვეთა, არის ის, რომ მსგავს ტექნოლოგიებში “ჭკვიანი აეროპონიკა” პირველია, რომელსაც ერთწლოვან კულტურებთან ერთად მრავალწლოვანი კულტურებიც მოჰყავს.

კომპანიის უახლოეს გეგმებში შედის პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანა და ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ბაზრების ათვისება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system