თავში

როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით

როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით
როგორ ნაწილდება საქართველოს ავტოპარკი ბრენდების და მოდელების მიხედვით

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ავტოიმპორტში ტოიოტას მარკის ავტომობილების რაოდენობა ყველაზე მეტია. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი ბანკის" საავტომობილო ბაზრის მიმოხილვაში. 

მათი მონაცემებით, წელს საქართველოში რეგისტრირდა 12,755 ერთეული ტიოტას მარკის მანქანა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამ მარკის მანქანების შემოდნება საქართველოში 2017 30%-ზე იყო, 2018 წელს 35%-ს გადასცდა, 2019 წელს კვლავ 30%-იან ნიშნულს დაუბრუნდა და წელს ამ მარკის ავტოიმპორტი ბოლო სამი წლის განმავლობაში მინიმუმზე დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობრივად, სხვა მერკებთან შედარებით, ტოიოტად მანქანების რეგისტრაციის წილი ყველზე მაღალია. 

მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში რეგისტრირდა 5,668 ერთეული ფორდის მარკის ავტომობილი, რითაც ეს ბრენდი მეორე პოზიციას იჭერს წელს რეგისტრირებული მანქანების საერო რაოდენობაში. ფორდის ბრენდზე მოთხოვნა (რეგისტრაციის მიხედვით) საქართველოში 2017 წელს 5%-ზე ოდნავ მაღალი იყო, 2018 წელს ამ მარკის ავტორეგისტრაციის მაჩვენებელი 13%-მდე გაიზარდა და 2019 წელს მისი რეგიტრაციის მაჩვენებელი ოდნავ კიდევ იზრდება წელს 15%-ს ოდნავ ჩამორჩება.

3,898 ერთეულით რეგისტრაციის მაჩვენებლით შემდეგ პოზიციაზეა ჰიუნდაის მარკის ავტომობილები. ამ მარკაზე საქართველოს შიდაბაზარზე მოთხოვნა 2017 წლიდან გაჩნდა. თუ 2017 წელს ამ ბრენდის მანქანების რეგისტრაცია ნულოვან ნიშნულზე იყო, 2018 წელს ის 7-8%-მდე ავიდა, მოთხოვნა ამავე დონეზე იქნა შენარჩუნებული 2019 წელსაც და უკვე 2020 წელს 10%-ს გაუტოლდა.

წელს პირველად რეგისტრირებულ მანქანებში რაოდენობით, 3,470 ერთეული მანქანით,  მეოთხე პოზიციაზეა მერსედესის მარკის მანქანები. მისი პროცენტული წილი წელს 6%-ზე ფიქსირება. მოთხოვნა ამ ბრენდზე საქართველოში ბოლო სამი წელია ეცემა. თუ 2017 წელს ამ ბრენდის მანქანების რეგისტრაციის მაჩვენებელი 15%-ს აღწევდა, წელს ის მხოლო 6%-ს უტოლდება. 

იგივე შეიძლება ითქვას ჰონდაზეც. 2,218 ერთეულით მისი წილი წელს რეგისტრირებული მანქანების საერთო ოდენობაში მხოლოდ 5%-ს შეადგენს, მაშინ როცა 2017 წელს 10%-ს ოდნავ ჩამორჩებოდა.

Toyota- ს მარკადან ყველაზე მოთხოვნადია Prius და Camry მოდელები. 2018 წლიდან კი თვალშისაცემია მოთხოვნის ზრდა ჰიბრიდულ მანქანებზე. 2018 წლიდან მზარდია ნავთობის ძრავის მქონე მანქანების წილიც ქართულ ავტობაზარზე და  2020 წლის პირველ ცხრა თვეში მიაღწია ახლად რეგისტრირებული მსუბუქი მანქანების 52%-ს. 

პირველად რეგისტრირებული მანქანების კატეგორიაში იურიდიულ პირების მფლობელთა წილი მცირეა. 

წელს საქართველოში ყველაზე მეტი სედანის ტიპის მანქანა დარეგისტრირდა. მისი წილი წელს რეგისტრირებული მანქანების საერთო რაოდენობაში 35%-ს უტოლდება, შემდეგ პოზიციაზეა 30%-იანი წილით ჰეჩბეკის ტიპის მანქანები. წელს რეგისტრირებული მანქანების 30%-ი ჯიპია, ხოლო ფურგონი მანქანების ტიპზე მოდის 8%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system