თავში

როგორ შეიძლება საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს

როგორ შეიძლება საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს
როგორ შეიძლება საბიუჯეტო დეფიციტი შემცირდეს

ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებული რისკი როგორც სპეციალისტებს, მთავრობასაც კარგად აქვს გაცნობიერებული. მთავრობა, დეფიციტის კლების მთავარ შესაძლებლობად საგადასახადო ადმინისტრირების გამართულობასა და ჩღდილოვანი ეკონომიკის შემცირებას მიიჩნევს. თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საშეღავათო პროექტებისა და სოციალური ღონისძიებების გააქტიურებისას, რაც ეპიდემიური სიტუაციის გამო ხდება, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი, რამაც შეიძლება ვითარება დააბალანსოს, ბიზნესის სამართლის ექსპერტ, იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის აზრით, ექსპორტის ზრდაა და ამ მიმართულებით არის მუშაობა გასააქტიურებელი.

,,ბიუჯეტის დეფიციტი განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, რომ თითქმის არ ჩანს გზა, რით შეავსებენ დეფიციტს და ან რამდენად გამართლებულია არარაციონალური ხარჯვა კრიზისის პირობებში, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მომავალ წელს საგარეო ვალის მომსახურების მხრივ 3,5 მილიარდი ლარია გადასახდელი. ვხედავთ, რომ პანდემიის გამო ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ პროექტებზეა ორიენტირებული, სხვა გზა უბრალოდ, არ გვაქვს. თუმცა ფაქტია, რომ ასეთი დეფიციტის პირობებში ბიუჯეტი ეკონომიკურ ან სოციალურ პრობლემებს ვერ მოერევა. დიდი სირთულის წინაშეა ქვეყანა.  ცხადია ისიც, რომ ბიზნესი თუ ვერ დადგება ფეხზე და გადასახადებს ვერ გადაიხდის, რისკი გაღრმავდება. ინფლაციური პროცესებიც არასაიმედოა, ხოლო ლარი მუდმივად გაუფასურებას საფრთხეშია, რაც ასევე დიდი პრობლემაა. საგადასახადო შეღავათები, გადასახადების გადავადება და სხვა, რასაც მთავრობა მიმართავს, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას იწვევს. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ექსპორტმა უნდა დააბალანსოს სიტუაცია. საბედნიეროდ, მზარდი ტენდენცია გამოიკვეთა, განსაკუთრებით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით და თუკი ეს ტრენდი გაგრძელდება, შესაძლოა დეფიციტი უფრო მეტად დაბალანსდეს. დღესდღეობით რთული მოცემულობაა,  ეკონომიკა მთლიანად ეპიდემიის შედეგზეა დამოკიდებული. ასეთ სიტუაციაში უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ კორონავირუსის დამარცხებაზე და მერე ეკონომიკა თანდათან დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლად", - ამბობს report.ge-თან აკაკი ჩარგეიშვილი.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საბიუჯეტო დეფიციტის შესამცირებლად და კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად აუცილებელია გაიზარდოს საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობა და მინიმუმამდე დავიდეს ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილი.  ამის შესახებ მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system