თავში

როგორ შეცვლის ეკონომიკურ ურთიერთობებს კორონავირუსი

როგორ შეცვლის ეკონომიკურ ურთიერთობებს კორონავირუსი
როგორ შეცვლის ეკონომიკურ ურთიერთობებს კორონავირუსი

სპეციალისტების განმარტებით, პოსტკრიზისულ პერიოდში შეიცვლება ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის და  სოციალურ ჯგუფებს შორისაც.

როგორ?ექსპერტ გია ხუხაშვლის განმარტებით, ამ კითხვაძე პასუხი ეკონომიკის მოდერნიზაციაში უნდა ვეძებოთ.

ეკონომიკის მოდერნიზების სრულ სურათს კი,მისივე თქმით, დავინახავთ, თუ გავაანალიზებთ. რა სისტემური პრობლემები  გამოავლინა მიმდინარე კრიზისმა ქვეყნების ავტონომიური ფუნქციონირების შემთხვევაში.

ხუხაშვილსი განმარტებით, სახეზეა  სასურსათო, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენის საშუალებების დეფიციტი, ასევე სამედიცინო ინფრასტრუქტურის, ტექნიკის და ტექნოლოგიის, პერსონალის დეფიციტი და,რაც მთავარია, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, განათლების, მომსახურების სფეროს, ლოგისტიკური სისტემების არასაკმარისი უზრუნველყოფა. 

ანალიტიკოსის შეფასებით, არასრულყოფილია დისტანციური მართვის პროგრამული და ტექნოლოგიური უზრუნველყოფაც

ამ პრობლემის მოგვარების გზა გია ხუხაშვილის რეკომენდაციით, წარმოადგენს  გლობალიზაციის დაჩქარება, ფაქტობრივად, "მსოფლიო ხელისუფლების" და ერთიანი ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემის ფორმირება,ან ნაციონალური, ლოკალური ეკონომიკური უსაფრთხოების სისტემების შექმნა ქვედა დონეზე და მათი ურთიერთდამოკიდებულების ახალი მოდელის ჩამოყალიბება. 

"ჩემის აზრით პირველი გზა ისტორიის ამ ეტაპზე უპერსპექტივოა და მისი რეალიზაციისთვის პანდემიის საფრთხე არ არის საკმარისი. ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი - თუ საფრთხე მოვა გარედან, მაგალითად, უცხოპლანეტალური ცივილიზაციის ექსპანსიის შემთხვევაში. ამის შანსი კი, მოგეხსენებათ, მიზერულია.შესაბამისად, გლობალური უსაფრთხოების სისტემის ფორმირების მცდელობა დღეს დაემსგავსება ბაბილონის გოდოლის მშენებლობას. შესაბამისად, აუცილებელია სახელმწოფოებმა იფიქრონ და იზრუნონ ადგილობრივი ეკონომიკური უსაფრთხოებების მოდელების შემუშავებას ადა დანერგვაზე,"- გვიხსნის ექსპერტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system