თავში

"როგორ შევქმნათ სტარტაპი“

"როგორ შევქმნათ სტარტაპი“
როგორ შევქმნათ სტარტაპი“

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო-GITA,  მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „როგორ შევქმნათ სტარტაპი“.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 10,11 და 12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს შემდეგი ქალაქებიდან: ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, კასპი.

როგორც report.ge-ს სააგენტოში განუმარტეს, პროექტის მიზანია ახალგაზრდებში დარგის პოპულარიზაცია, მსოფლიო ტრენდების გაცნობა და მათი იდეების განხორციელების ხელშეწყობა.

კურსის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: პროექტზე გუნდურად მუშაობა, ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელების განხილვა და დისკუსიები, ფინალური პრეზენტაციები და ა.შ.

პროექტი ხორციელდება Kings Georgia სთან ერთად და კურსს წარუძღვებიან საქართველოს წამყვანი და გამოცდილი ტრენერები, რომელთაც სტარტაპებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

კონკურსი გაიმართება ონლაინ რეჟიმში, ხოლო შემაჯამებელი შეხვედრები რეგიონალურ ტექნო პარკებში.

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 9 აგვისტოს 23:59 საათამდე.

პროექტის ფარგლებში შეირჩევა 40 მონაწილე.

მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ აპლიკაცია: 
https://forms.gle/tgEz9EcSSXsFx5Bj9

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system