თავში

როგორ სწავლობს ბიზნესი ვირუსთან თანაცხოვრებას

როგორ სწავლობს ბიზნესი ვირუსთან თანაცხოვრებას
როგორ სწავლობს ბიზნესი ვირუსთან თანაცხოვრებას

კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ეკონომიკის შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას. საქართველოს ბ იზნესასოციაციაში  ამ პოზიციას ამართლებენ იმით, რომ ქვეყანამ, თუნდაც მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. როგორც ასოციაციის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე report.ge-თან აცხადებს, კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება და რეალურად არ არის ფული, რითაც შეიძლება მთავრობა ეკონომიკური ჩაკეტვისას მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს. 

,,საქართველოს არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეკონომიკის ჩაკეტვას გაუძლოს. შექმნილმ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია, რომ  ვისწავლოთ რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრება, რაც მოქალაქეებმა და ბიზნესმაც უნდა გაითვალისწინოს. მესმის, რომ მესამე ტალღის საფრთხეა, ფაქტობრივად დაწყებულია ეს პროცესი, მაგრამ ეკონომიკას მაინც ვერ გავაჩერებთ. ელემენტარულად, ხაზინას არ აქვს ფული, რომ ჩაკეტვისას მოსახლეობას ფინანსურად დაეხმაროს, ვერ გააკეთებს იმას, რასაც მიმართავენ ევროპული ქვეყნები ლოკდაუნებისას, ამიტობ ევროპული სტანდარტი ამაში არ გამოგვადგება. თუმცა არსებობს ჩვენი გამოცდილება. არ ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გვემართა პანდემია. ბევ რიც არაფერი მოგვეთხოვება, რეგულაციები დავიცვათ და არ გადავაყოლოთ ქვეყანა ქეიფებსა და გართობას, ამას თუ გავითვალისწინებთ, ეკონომიკის ჩაკეტვის საფრთხე შეიძლება, საერთოდ მოიხსნას“, - ამბობს ლევან ვეფხვაძე.

ეკონომიკის სრულად გახსნის მოსაზრებას იზიარებს ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, რომლის თქმითაც, ვირუსთან თანაცხოვრება უნმდა ვისწავლოთ. ამ თვალსაზრისით, როგორც ზოიძე აღნიშნავს, არც საზოგადოებრიივ ტრანსპორტიც დაკტევა არის სწორი გადაწყვეტილება.

,,ტრანსპორტს უნდა ემუშავა ისე, რომ ადამიანების რაოდენობის გაკონტროლება შესაძლებელი გამხდარიყო. ჩემი მოსაზრებაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად დავიცვათ წესები, ამით ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის დაწესება შეგვიძლია ავიცილოთ, რაც ცუდად მოქმედებს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე და თითოეული ადამიანის მდგომარეობას ამძიმებს, რადგან ხალხს შემოსავალი უმცირდება ან სულაც კარგავს ხელფასს. ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და მობილობის შეზღუდვა შევძლოთ, ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობა როგორმე უნდა კონტროლდებოდეს, მაგრამ რატომღაც ვერ ხერხდება, - ამბობს ზოიძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ  12 მაისს ,,უქმე დღეების" ვადა იწურება. შეზღუდვების გახანგძლივებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ,,უქმე დღეებთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მობილობის შემცირების მიზნით მიიღო.

12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არ იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი. შეზღუდვა გუშინ ამოქმედდა. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system