თავში

როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ევროკავშირი ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში

როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ევროკავშირი
როგორ თანამშრომლობენ საქართველო და ევროკავშირი ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში, ტრანსპორტის სფეროში ევროკომისარ ადინა ვალეანს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში.

მხარრეებმა დეტალურად განიხილეს ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს. 

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს შემდეგი ამბიციური სამიზნე ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ეტაპობრივი და სრული წვდომაა.

ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის კონტექსტში გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრიორიტეტია სრულად გამოიყენოს ეკონომიკური და შავი ზღვის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების პოტენციალი.

მხარეებმა ასევე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე ისაუბრეს.

პოზიტიურად შეფასდა საერთო საავიაციო სფეროს შესახებ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ამოქმედება, რომელიც ახალ შესაძლებლობებს უხსნის ევროკავშირს სამეზობლოსთან სატრანსპორტო კავშირის დასამყარებლად, რაც რეგიონში წაახალისებს ვაჭრობას და გააძლიერებს ეკონომიკურ ურთიერთობებს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში გუშინ დასრულდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system