თავში

როგორ უნდა ებრძოდეს სისტემურ კორუფციას საქართველო

როგორ უნდა ებრძოდეს სისტემურ კორუფციას საქართველო
როგორ უნდა ებრძოდეს სისტემურ კორუფციას საქართველო

კორუფციის დონის შეფასება და რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მონაცემების მიმართ ეკონომისტები სკეპტიციზმს იჩენენ. ისინი ფიქრობენ, რომ რეალობა საპირისპიროა და საუბრობენ ახალი მექანიზმის შმორებაზრ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს კორუფციასთან ბრძოლა. ნაწილიც აცხადებს, რომ საქართველოში კორუფცია როგორც ელიტურ, ასევე ქვედა რგოლებზეც მოდებულია და არავინ იბრძვის მისი საბოლოოდ დამარცხებისთვის. ასე ფიქრობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, რომლის შეფასებითაც, მდგომარეობა ამ მხრივ ბევრად უარესია, ვიდრე წინა წლების განმავლობაში იყო.

,,საქართველოში კორუფცია მაღალ დონზეა. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ რეკომენდაციები კარგად სრულდება და წარმატებას ვაღწევთ, სინამდვილეში სვა ვიტარებაა, ამკვეთრად განსხვავებული, ვიდრე ამას მთავრობა წარმოგვიდგენს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში კორუფცია ელიტურ დონეზე იყო ანუ ერთ სალაროზე მუშაობდა, ახლა ასეთი სალარო ბევრია, რაც ნიშნავს, რომ კორუფცია ქვედა დონეებზე წამოვიდა. ერთია კონტროლირებადი კორუფცია, რაც ცუდია, მაგრამ ადვილად მოსავლელი, საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნების არსებობა, რომ მისი მოთოკვა შესაძლებელი გახდეს. თუმცა სისტემური კორუფციის დამარცხება ძალიან რთულია, არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ დღეს კორუფციასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ კორუფცია გაზრდილია ქვეყანაში, ამიტომ ყველამ ერთად უნდა იმუშაოს ეფექტურად, მათ შორის, აუდიტმა, პროკურატურამ, ანტიკორუფციუმა სამსახურმა და სხვა. ხშირ შემთხვევაში, ქვედა რგოლში ებრძვიან კორუფციას, როცა სახელმწიფო  ელიტარულმა კორუფციამ წალეკა, რასაც არავინ ებრძვის", - აცხადებს report.ge-თან გია ხუხაშვილი.

ელიტარული კორუფციის არსებობაზე აკეთებს აქცენტს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ აზრით, უნდა შეიქმნას მაქსიმალურად დამოუკიდებელი სტრუქტურა ხელისუფლებიდან, რომელიც არა მხოლოდ აუდიტს განახორციელებს, არამედ ექნება ინსტრუმენტები ნებისმიერი ტიპის დანაშაულის კვლევისთვის.

,,გაბერილი ბიუროკრატია საქართველოს დიდი პრობლემაა. ხოლო საჯარო სექტორის მოცულობითი ზრდა პირდაპირკავშირშია კორუფციასა და ნეპოტიზმთან, ერთიც და მეორეც დიდ გამოწვევად რჩება. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, საფეხურებრივად იმდენად მრავალფეროვანია, რომ ფაქტობრივად არ ჩანს, ვინ უნდა აკონტროლოს, ამიტომ უნდა გამოიყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი სტრუქტურა ხელისუფლებიდან, რომელიც არა მხოლოდ აუდიტს განახორციელებს, არამედ ექნება ინსტრუმენტები, რის საფუძველზეც ნებისმიერი ტიპის დანაშაულს გამოიკვლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო დიდ დანაშაულს მივიღებთ", - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.

ცნობისთვის, „16 რეკომენდაციიდან საქართველომ შეასრულა 14 რეკომენდაცია“ - ამის შესახებ report.ge-ს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს. მათი განმარტებით, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფმა (GRECO) საქართველოს მიერ მეოთხე რაუნდის შეფასების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა. როგორც იუსტიციის სამინისტროში განმარტავენ, GRECO-ს მონიტორინგის მეოთხე რაუნდი ეხება წევრი ქვეყნების პარლამენტის, პროკურატურისა და სასამართლოს მიმართ გამოცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.

უწყების შეფასებით, GRECO-ს ანგარიში ავტორიტეტული საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანოს მხრიდან საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმატების კიდევ ერთი დადასტურებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system