თავში

როგორ უნდა იქცეს საქართველო მომხმარებლიდან მწარმოებლურ ქვეყნად

როგორ უნდა იქცეს საქართველო მომხმარებლიდან მწარმოებლურ ქვეყნად
როგორ უნდა იქცეს საქართველო მომხმარებლიდან მწარმოებლურ ქვეყნად

ეპიდემიურ ქვეყანაში საქართველოსთვის ყველაზე დიდ გამოწვევად სპეციალისტები წარმოების განვითარების მხრივ არსებულ პრობლემას მიიჩნევე. დიდწილად ამაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაადგება ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას, რადგან, როგორც პროფესორი პაატა აროშიძე ამბობს,  ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც გრძელვადიანი სატრატეგია დასჭირდება და ამ მიმართულებით არის მუშაობა გასაძლიერებელი. 

,,საქართველოსთვის ამ ეტაპზე პანდემიური კრიზისს დაძლევაა მნიშვნელოვანი, ამის შემდეგ გამოჩნდება ეკონომიკაში კრიზისის მოგვარების რეალური გზა. მთავარია, სტრატეგია სწორად დავისახოთ. ჯერ კიდევ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დაძლევის შესახებ მთავრობა იმ პერიოდში ძალიან მალე გამოაცხადა. თუმცა, ნაადრევი ხომ არ იყოს ეს, რადგან იმ დროს აღებული ვალები, ბიზნესის პრობლემა, სესხებზე დამოკიდებულება და სხვა, აისახება შემდგომი წლების ეკონომიკურ მდგომარეობაზეც - რამდენიმე წელიწადში დაიწყო ლარის გაუფასურების და საგარეო ვალების ზრდის ტენდენცია. რაც არ უნდა იყოს,  წინ ვიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ საქართველო მომხმარებელი ქვეყნიდან მწარმოებელ ქვეყნად იქცეს. ამის იმედს იძლევა ის ღონისძიებები, რასაც კრიზისის პერიოდში სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხორციელდება. დღეს ეკონომიკაში ისეთი მოცემუილობაა, როცა პანდემია არის ყველაფრის განმსაზღვრელი. მძიმე სიტუაციაში ვართ, მაგრამ ასეა მთელ მსოფლიოშიც, ვინ როგორ გაართმევს თავს, ამის მიხედვით მოხდება ეკონომიკური ზრდა", - აცხადებს პაატა აროშიძე report.ge-თან. 

მრეწველოისა და ზოგადად, შიდა წარმოების ზრდაზე აქკეთებს აქცენტს ააკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომელიც აცხადებს, რომ ეკონომიკაში მან მაშველი რგოლის ფუნქცია უნდა შეასრულოს.

,,რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ამიტომ ყოველი ნაბიჯი, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გადაიდგმევა, თვეების და კვარტლების მიერ უნდა დაანგარიშდეს. სავაჭრო ურთიერთობების გაუარესებას შეგვიძლია ვუპასუხოთ მხოლოდ საკუთარი პროდუქციის წარმოებით, რომლის რესურსი გვაქვს. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ მწარმოებლურ ქვეყნას ვიქცეთ, ბაზრის შიდა მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ, რათა იმპორტის წილი შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, სამუშაო ადგილების ზრდას ვერ უზრუნველყოფს ქვეყანა და მოსახლეობის გადინების დონე კიდევ უფრო გაიზრდება, ვიდრე წინა წლებში ხდებოდა", - ამბობს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system