თავში

როგორ უნდა მოხდეს საგარეო ვალის კალკულაცია

როგორ უნდა მოხდეს საგარეო ვალის კალკულაცია
როგორ უნდა მოხდეს საგარეო ვალის კალკულაცია

საგარეო ვალი აშშ დოლარში უნდა დავითვალოთ. ამის შესახებ ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტისთვის მიუღებელია სამივე ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა მისთვის, "ნაცები" რომ "ოცნების" დროს ვალის გაზრდაზე ლაპარაკობენ, უტიფრობის მაქსიმუმია.

ექსპერტი განმარტავს, რომ ლარებში საგარეო ვალის გადაყვანით მანიპულირება სრულიად გაუმართლებელია და გრძელვადიან პერიოდში სრულიად არაფრისმომცემია. 

"მაგ ლოგიკით ოცნებას მიშას დატოვებული ვალები რომც გაენახევრებინა დოლარებში, ლარებში მაინც ზრდა გამოვიდოდა," - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ გაისად "ნაცების" დროს გაურკვეველი დანიშნულებით გამოშვებული 500 მლნ ევრობონდების დაფარვა გვიწევს.

"უხეშად - ედიკამ მიშას დაუტოვა მთავრობის და ეროვნილი ბანკის ჯამური საგარეო ვალი 1,86 მლრდ აშშ დოლარი. მიშამ ბიძინას დაუტოვა 4,8 მლრდ აშშ დოლარი, ბიძინას დროს 2019 წლის დეკემბრის ჩათვბლით ვალი გაიზარდა 6,17 მლრდ აშშ დოლარამდე. ანუ მიშამ ვალი გაზარდა 2,96 მლრდ დოლარით, ბიძინამ კი 1,34 მლრდ დოლარით. ამასთან ამ ძველი ვალების მომსახურების ხარჯები განსაკუთრებულად 2014 იდან გაიზარდა გაისად კი ნაცების დროს გაურკვეველი დანიშნულებით გამოშვებული 500 მლნ ევრობონდების დაფარვა გვიწევს...," - წერს ექსპერტი და იმასაც სენიშნავს, რომ "ოცნებამ" ლარის "დაჭერა" ვერ შეძლო.

"ისე ლარის კურსი კი კატასტროფულად დაეცა ოცნების პერიოდში, მაგრამ საშუალო წლიური ინფალცია მაინც ორჯერ მეტი იყო ნაცების პერიოდში ვიდრე ოცნების პერიოდშია,"-  წერს ექსპერტი.

ცნობისთვის, თენგიზ შერგელაშვილი საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ყოფილი დირექტორი, 2012 წლიდან საქართველოს განვითარების კვლევის ინსტიტუტის ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2012-2014წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გახლდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system