თავში

როგორ უნდა შეირჩეს ხარისხიანი კვერცხი

როგორ უნდა შეირჩეს ხარისხიანი კვერცხი
როგორ უნდა შეირჩეს ხარისხიანი კვერცხი

დღეს წითელი პარასკევია. დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი ქრისტიანულმა ეკლესიამ მაცხოვრის ჯვარცმის დღის აღსანიშნავად დააწესა. წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ.  report.ge შეეცდება, გაგიადვილოთ კვერცხის შერჩევის პროცედურა. გახსოვდეთ, მთავარი, რაც პროდუქტის ხარისხს განსაზღვრავს, შენახვის პირობების, განსაკუთრებით ტემპერატურული რეჟიმის დაცვაა. ასევე მნიშვნელოვანია, არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. 

მეფრინველეობის საწარმოს მიერ კვერცხზე დატანებული წარწერა მომხმარებლისთვის მთავარი პირობაა, რითაც იგი კვერცხის ხარისხის გარჩევას ცდილობს. თუმცა, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია აღნიშნავს, რეალიზაციისას მეწარმე სუბიექტი ვალდებულია კვერცხის სტანდარტის განმსაზღვრელ დოკუმენტაციას ფლობდეს, ვიზუალური დატვალიერებით კვერცხის ხარისხის გარკვევა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

,,დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში შესაძლოა მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც შეიძლება ადამიანის მოწამვლის მიზეზი გახდეს. აუცილებელია, რომ ხარისხი შესაბამებოდეს მეფრინველეობის ქარხნის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, ყველა დეტალს უნდა მიექცეს ყუირადღება, რაღა დავრწმუნდეთ, რომ ნამდვილად ჯანმრთელ, უვნებელ კვერცხს ვყიდულობთ. მოხმარების წინ კვერცხი უნდა გაირეცხოს: სუფთა ნაჭუჭზეც კი ყოველთვის არის მიკროორგანიზმები, მათ შორის შესაძლოა პათოგენურებიც, რომელიც გატეხვისას შესაძლოა კვერცხის ცილაში მოხვდეს. მნიშვნელოვანია ერთი დეტალიც - ახალი კვერცხის შესანახად არ უნდა გამოიყენებოდეს ძველი შფუთვა, ვინაიდან ის შესაძლოა სალმონელით იყოს დაბინძურებული", - ამბობს კვარაცხელია.

რაც შეხება კვერცხის ბაზარს, სპეციალისტს შენიშვნა აქვს ფასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ხშირადაა, როცა სხვადასხვა ზომის კვერცხი ერთ ფასად იყიდება, რაც მომხმარებლის უფლების დარღვევაა.

,,ფასი და კვერცხის ზომა ერთმანეთის შესაბამისი უნდა იყოს. არ შეიძლება, მომცრო, ლამის კაკლისხელა კვერცხი  25-30 თეთრზე ძვირი ღირდეს. ეს ეხება როგორც ქარხნის, ასევე სოფლის კვერცხსაც. უკანასკნელ შემთხვევაში, ყიდვისას უფრო ფრთხილი უნდა ვიყოთ, რადგან მისი კონტროლის მხრივ იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მეფრინველეობის ქარხნებში უსაფრთხოება გაცილებით მაღალ დონეზეა დაცული, რადგან ქათმის ჯანმრთელობა კონტროლდება. გაცილებით მეტია კვერცხის დასნევოვნების შესაძლებლობა. თუმცა იგი უფრო გემრიელია, რაც განპირობებულია იმით, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს", - განმარტავს ლია კვარაცხელია report.ge-თან.

რაც შეეხება კვერცხის ბაზარს, როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ, იგი დღესდღეობით ერთადერთი პროდუქტია, რომლის თვითუზრუნველყოფა 100%-ით არის შესაძლებელი. თუმცა, როგორც კომპანია ,,პატარძეულის" დირექტორი აოთარ მუჩიაშვილი აღნიშნავს, წარმოებას იმპორტის გამო დიდი პრობლემა აქვს. 

,,კონკურენციის მხრივ აშკარად ცუდი მდგომარეობაა, ბაზარზე იაფად შემოდის თურქული და სხვა წარმომავლობის კვერცხი, რომელსაც ჩვენი პროდუქტი კონ კიურენციას ვერ უწევს. ცალკეც ეპიდემიამ სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. ნედლეული გაძვირდა და ხარჯი გაიზარდა, რასაც ჩვენი წარმოება კონკურენციას ვერ უწევს. ქათმის, ასევე კვერცხის წარმოება შემცირებულია. ვამცირეთ დაახლოებით 30-40%-ის ფარგლებში. რა ხარჯიც გაწეული გავქვს, იმის ნახევარ ფასშიც ვერ ვყიდით პროდუქტს. დღესასწაულების გარდა, ქართულკი კვერცხი ნაკლებად იყიდება. არანაირი კონტროლი არ არის, ვისაც რა უნდა და როგორც უნდა, ისე შემოაქვს ქვეყანაში პროდუქტი. მთელი ბიზნესი გაძლებაზეა. კვერცხი ერთადერთი პროდუქტია, რომლითაც ბაზარი შეიძლება 100%-ით დაკმაყოფილდეს, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებთ", - აცხადებს report.ge-თან ოთარ მუჩიაშვილი.

ცნობისთვის, წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. რატომ ღებავენ ქრისტიანები ამ დღეს კვერცს წითლად, ნახეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system