თავში

როგორი იქნება ლაქშერი ელექტრომობილი Lexus-ისგან - PHOTO

როგორი იქნება ლაქშერი ელექტრომობილი Lexus-ისგან
როგორი იქნება ლაქშერი ელექტრომობილი Lexus-ისგან - PHOTO

მსოფლიოში ცნობილი ავტომწარმოებლები, ელექტრომობილების წარმოებით, დიდი ხანია ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. თითქმის აღარ დარჩა ბრენდი, რომელსაც ასეთი მოდელი არ მოეპოვება ხაზში. ელექტრომობილები ამ დრომდე ეკომეგობრულ და გადაადგილების ბიუჯეტურ საშუალებად ითვლებოდა, თუმცა ამ წარმოდგენების დამსხვრევას ახლო მომავალში გეგმავს Lexus-ი, რომელიც Ძვირადღირებული ავტომანქანების მწარმოებელი  ცნობილი ბრენდია. მან უკვე დააანონსა პირველი ელექტრომობილი. Toyota-ს შვილობილი კომპანია მოდელის კონცეფტს 2019 წლის ნოემბერში, ტოკიოს ავტო შოუზე, ოფიციალურად წარადგენს. კომპანიას,  ელექტრომობილების წარმოებასთან დაკავშირებით, დიდი გეგმები აქვს, რომლითაც Lexus-ის მოდელები ნამდვილ, მომავლის ტრანსპორტს დაემსგავსება. 

ჟესტებით კონტროლი, დამატებითი რეალობა, თვითმართვადი სისტემა და ელექტრომობილის დრონები - ეს ის მახასიათებლებია, რომლით აღჭურვილ ელექტრო ტრანსპორტს Lexus-ი თავის მომხმარებლებს ჰპირდება. რაც შეეხება აღნიშნულ მოდელს, ოთხადგილიანი ელექტრომობილი ფუტურისტული დიზაინით გამოირჩევა. ავტომობილის კორპუსის ზედა ნაწილი, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული შუშით არის დაფარული. მაღალტექნოლოგიური ფუნქციიდან გამომდინარე, შუშებს შეუძლიათ, გარედან შემომავალი სინათლის დონე აკონტროლონ და, სურვილის შემთხვევაში, სრულად დაბლოკოს სალონში შუქის შემოღწევა. სავარძლები, ინოვაციური ე.წ “ხელოვნური კუნთის ტექნოლოგიით” არის დამზადებული, რომლებიც მგზავრის მოთავსებისას ფორმას იცვლიან და მაქსიმალურად კომფორტულად ერგებიან სხეულს. 

Lexus-ის ახალ ავტომობილში სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება, ხმოვანი სიგნალების მეშვეობით იქნება შესაძლებელი. მძღოლი და მგზავრები განსაზღვრავენ ელექტრომობილის სალონის ტემპერატურას, აუდიო სისტემის ფუნქციებს, ასევე ავტომობილის მართვისა და ნავიგაციის პროცესს.  გავრცელებული ინფორმაცია, საკმარის საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ Lexus მომავლის ელექტრომობილების და რევოლუციური მოდელების მწარმოებლად განვიხილოთ. რეალურ სურათს კი სრულიად მსოფლიო, ტოკიოს 23-ე ავტო შოუზე იხილავს, რომელიც 2019 წლის 4 ნოემბერს გაიმართება. გავრცელებული ფოტოები, ნამდვილად შთამბეჭდავია და მათი დათვალიერებისას, ნათელია, რომ მომავალი უკვე დადგა. 

 
 
  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system