თავში

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე
როგორი კვირა ჰქონდათ ქართულ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე

ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, "საქართველოს ბანკის" 271 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 3.5 მილიონ ფუნტ სტერლინგად, "Georgia Capital" - ის 180 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 1.8 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 62 ათასი აქცია გაიყიდა 126 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მის 243 ათას აქციაზე დაიდო გარიგება, რომლის ღირებულებამაც 2.8 მილიონი ფუნტი შეადგინა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 1 კვირაში დადებითად მხოლოდ "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აქციების ფასი შეიცვალა 3.75%-ით და ამჟამად მისი ფასი 2.08 ფუნტ სტერლიგია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 273 მილიონი ფუნტი. დანარჩენმა 3-მა კომპანიამ ვაჭრობა უარყოფითად დაასრულა და მათი აქციები 2-დან 4%-მდე გაუფასურდა.

"საქართველოს ბანკი" ლონდონში 630 მილიონ ფუნტადაა შეფასებული, "Georgia Capital"-ის ღირებულება 366 მილიონია, "თიბისი ბანკის" კი 661 მილიონი ფუნტი.

შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4 ქართული კომპანიაა დალისტული, ესაა: "საქართველოს ბანკი", "თიბისი ბანკი", "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" და Georgia Capital.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system