თავში

როგორი უნდა იყოს მთავრობის სოციალური დაცვის მექანიზმი

როგორი უნდა იყოს მთავრობის სოციალური დაცვის მექანიზმი
როგორი უნდა იყოს მთავრობის სოციალური დაცვის მექანიზმი

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განკუთვნილი თანხის ნაწილი სოციალური მიმართულებით დაიხარჯოს. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, ხელისუფლების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს არა ეკონომიკური ზრდის ტემპების უზრუნველყოფა, არამედ ზრუნვა დაკარგულშემოსავლიანი ან მკვეთრად შემცირებული შემოსავლის მქონე მრავალი ათასი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენაზე.

,,სუბსიდირებული სახსრების ეკონომიკური ზრდის მულტიპლიკაციური ეფექტი რეალურ სექტორში უფრო მაღალია, ვიდრე სოციალურ სფეროში, ამიტომ ჩვენ არ უნდა მოვერიდოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების ნაწილის გადასროლას უშუალოდ სოციალური დანიშნულებით. მოსაფიქრებელია, რა სახისა და მოცულობის იქნება ვაუჩერების დარიგება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიაზე კომუნალური გადასახადების დაფარვის, პენსიონერთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და რიგი სხვა მიმართულებებით", - აცხადებს არჩვაძე.

ცნობილია, რომ მთავრობამ კონკრეტული ღონისძიებები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის დასაცავად უკვე გაატარა და რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა 9 პროდუქტის სია, რომელზეც სუბსიდია განხორციელდება. სოსო არჩვაძის გათვლით, ბრინჯის, ლობიოს, მაკარონის, წიწიბურას, შაქრის, ხორბლის, ფქვილის, ზეთისა და რძის ფხვნილის სუბსიდია წლიურად 20 მლნ ლარია, თვეზე გაანგარიშებით - დაახლოებით 1.5-2.0 მლნ. ლარი. 

რაც შეეხება ჩამოთვლილი პროდუქტების იმპორტის მოცულობას, სტატისტიკოსის ინფორმაციით, 2019 წელს აღნიშნული 9 პროდუქტის იმპორტმა 278.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - მთელი აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტის 22.2 პროცენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system