თავში

როგორია ფინანსური სექტორის მდგრადობა პანდემიისას

როგორია ფინანსური სექტორის მდგრადობა პანდემიისას
როგორია ფინანსური სექტორის მდგრადობა პანდემიისას

ფინანსისტი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ საქართველოში ფინანსური სექტორი ერთადერთია, რომლის მდგრადობას საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება. თუმცა, როგორც კუკულაძე ამბობს, ეს ფაქტორი ვერანაირ ამინდს ვერ ქმნის ეკონომიკაში და არ არის სიჯანსაღის მაჩვენებელი, რადგან არსებული რესურსი რეალური სექტორის განვიტარებას არ ხმარდება.

,,საფინანსო სექტორის მდგომარეობა არ არის ეკონომიკის სიჯანსაღის მაჩვენებელი. ეს არის ფული, რომელსაც ეკონომიკა ან აითვისებს ან - ვეღარ.  ფული ეკონომიკაში ვერ დაიხარჯება მაღალი რისკის გამო, ვერც ბიზნესი აიღებს რაიმე ვალდებულებას. არ არის საუბარი იმაზე, რომ მსხვილი ბანკები გაკოტრდებიან, ეს საფრთხე გამორიცხულია და არც არავინ ელის. პრობლემა შეექმნება სოციალური მდგომარეობის შემქმნელ და განმაპირობებელ ბიზნესს, ძირითადად მცირე და საშუალო სეგმენტს, რომელიც იყოს მოსახლეობის ყველაზე დიდი დამსაქმებელი, ასევე თვითდასაქმებუკლებს. ეს ტენდენცია თვეობით გრძლდება, რასაც ვერაფერს ვუპირისპირებთ. ეს არის მთავარი პრობლემა, ამიტომ ცხადია, რომ ფინანსური სექტორის საქმიანობას არანაირი რისკი არ ახლავს. პრობლემა თუ გაჩნდა ეს ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი.  ეროვნული ბანკი ზედამხედველობს, დაკვირვებას აწარმოებს ბანკებზე, სწავლობს მათ ფინანსურ მაჩვენებლებს, ალბათ უფრო ინტენსიურადაც, ამიტომ, თუკი საბანკო სექტორს რაიმე საშიშროება დაემუქრება, სებ-ი ,შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა კომერციულმა ბანკებმა უსაფრთხოდ შეძლონ საქმიანობა. რა პროდუქციაც დღეს იქმნება, ნახევარი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან აღებული კრედიტით არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი არის ჯერჯერობით ყველაზე მდგრადი სისტემა და ამ რეალობიდან არ უნდა ამოვვარდეთ", - აცხადებს კუკულაძე report.ge-თან.

ცნობისთვის, ფინანსური სექტორის მდგრადობასთან დაკავშირებით განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმაც (EBRD), რომლის შეფასებითაც, ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შექმნამ, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დამტკიცდა, საქართველოს ფინანსური მდგრადობა გააძლიერა.

EBRD-ის შეფასებით, მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან ერთად, Covid19-ის საპასუხოდ და ეკონომიკის დასახმარებლად, ეროვნულმა ბანკმა კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნები შეამცირა, ნორმატიული/მარეგულირებელი მოთხოვნები შეამსუბუქა რათა ხელი შეეწყო სესხების რესტრუქტურიზაციისთვის, და დაბალი ინფლაციური წნეხის პირობებში მონეტარული პოლიტიკა შეამსუბუქა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system